დინამომ ქუთაისი დაამარცხა

დინამომ  ქუთაისი დაამარცხა

დღეს თბილისის სპორტის სასახლე სუპერლიგის მეორე წრის
პირველი ტურის დარჩენილ შეხვედრებს მასპინძლობს. ტურის  ცენტრალურ მატჩში ,,დინამომ“ საკუთარ მოედანზე ,,ქუთაისი“ მიიღო და დამაჯერებლად, 79:55 იმარჯვა. 

მატჩის საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი
უპირატესობით წარიმართა, ხოლო მეორე მეოთხედში დინამოელები გააქტიურდნენ და პერიოდის
მესამე  წუთზე წინ  21:18 გავიდნენ, პერიოდის შუაწელში კი 30:21 დაწინაურდნენ.
დარჩენილ დროში ქუთაისელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს  და შეხვედრის პირველი ტაიმი 4 ქულის სხვაობით,
30:34 დათმეს.

მესამე მეოთხედის დასაწყისში გუნდებს შორის 3-ქულიანი
სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული პერიოდის მე-4 წუთზე  დინამო 10 ქულით გაიქცა  წინ – 42 :32, რომელიც პერიდის შუაწელშიც შეინარჩუნა  – 44:34.  ამ მონაკვეთში დინამოელები აქტიურად ათამაშდნენ და
სოლიდური ანგარიშით, 51:37 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში დინამომ მეტოქეს შანსი არ
დაუტოვა და მესამე პერიოდის დასასრულს პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა – 59:46.

ბოლო დასკვნითი მეოთხედში დინამო შეუჩერებელი აღმოჩნდა,
დაცვაში ჩინებულად  გაისარჯა  და მე-4 წუთისთვის ანგარიშში სოლიდური სხვაობა დააფიქსირა
– 68:51, ხოლო მატჩის დასრულებამდე 2:00 წუთით ადრე  წინ 75:53 გავიდა. აღნიშნულ მეოთხედში ,,ქუთაისმა“
ვერაფერი გააწყო  მეტოქესთან და შეხვედრა მარცხით
დაასრულა.  

,,დინამოს“ შემადგენლობაში 19 -19 დუდა სანაძისა და
მილან იულიჩის ანგარიშზეა, ხოლო16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ქიენ კარტერმა
შეასრულა. ქუთაისელთა მხრიდან ყველაზე მეტი 14 ქულა დააგროვა დავით  ბარბაქაძემ.

მატჩის შემდგომ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც თამაშის
შესახებ გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

 ირაკლი ხოშტარია:  ჩვენი მთავარი მიზანი კარგი დაცვაა, მაქსიმალურად
ვცდილობთ მეტოქეს ბურთის ჩაგდების საშუალება არ მივცეთ. ეს ყველაფერი დღეს ჩინებულად
გამოგვივიდა, რამაც გამარჯვება მოგვიტანა.

ბექა წივწივაძე:
კალათბურთში დაცვა უმნიშვნელოვანესია, რასაც დღეს თავი კარგად გავართვით. ყველაფერი
წინ გვაქვს და ვეცდებით  მომავალში ჩვენი თამაში
კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

დავით უსტიაშვილი:
გუნდი ძალიან 
გადაღლილია და ეს თამაშიც კარგად გამოჩნდა. ჩვენ  მხოლოდ პირველ პერიოდში მოვახერხეთ დინამოსთვის
 სათანადო წინააღმდგების გაწევა. სამქულიანები
კი საერთოდ არ წაგვივიდა, რაზეც ჩვენი სტატისტიკაც მეტყველებს.

რევაზ დიდია:
ყველანაირად ვეცდებით დღევანდელი შეცდომები გამოვასწოროთ და მომავალში მსაგავსი თამაში
არასოდეს ვაჩვენოთ.