სტატისტიკა სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში ბრძოლა არ
შედგა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი „დინამო თბილისი“ ბევრად მომზადებული შეხვდა მორიგ
დაპირისპირებას და ქუთაისში, ადგილობრივთა სავსე ტრიბუნების წინ მოპოვებული გამარჯვების
შემდეგ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
დინამოელებმა მასპინძლებს ყველა კომპონენტში აჯობეს,
რასაც ქუთაისელთა შეტევაში არაზუსტი გარჯა ერთვოდა. იმერული კლუბის წევრები ძალიან
ბევრ ბურთს აცილებდნენ და ხშირად – უწყინარი სიტუაციიდან. დინამოელი კალათბურთელები
დაცვაში მჭიდროდ თამაშობდნენ, რაც მასპინძელთა სროლაშა შედეგიანობას კიდევ უფრო ამცირებდა.
პირველი პერიოდი სტუმრებმა 20:13 მოიგეს, ხოლო დიდი
შესვენებისთვის უპირატეოსობა 13 ქულამდე გაზარდეს – 44:31. არც დინამო თამაშობდა უშეცდომოდ,
თუმცა შეტევაში მეტი შედეგიანობით გამოირჩეოდა როგორც წინა, ისე უკანა ხაზი. გიორგი
შარაბიძე ფარქვეშ იმაგრებდა პოზიციებს, ხოლო პერიმეტრიდან ნოდარ გოგოძე, ებრიუ მაკალპი
და მიხეილ ბერიშვილი აქტიურობდნენ.
მესამე პერიოდში ვითარება არ შეცვლილა. დინამოელებმა
13-ქულიანი ლიდერობა შეინარჩუნეს და ბოლო პერიოდში ქუთაისელები დიდი დიპრობლემის წინაშე
დადგნენ. 13 ქულის გაბათილება 1 პერიოდში დიდი არაფერი, თუმცა როცა თამაში მიგდის.
მასპინძლებს კი ყველაზე მეტად ბოლო პერიოდში არ გაუმართლად და შეხვედრა ისე წააგეს,
წარმატების არანაირი შანსი აღარ ჰქონიათ – 88:63.
დინამოელთა შორის 20 ქულით დ 9 მოხსნით საუკეთესო შედეგი
მიხეილ ბერიშვილმა დააფიქსირა. 18 ქულა მიითვალა ნოდარ გოგოძემ, ხოლო მატჩის ერთადერთი
ორმაგი დუბლი მაკსიმ კოვაჩევიჩმა მიითვალა – 16 ქულა, 12 მოხსნა. :ქუთაისში“ 13 ქულით
საუკეთესო იყო ლევან ცეკვავა.
ფინალური სერიის მე-3 მატჩი 21 მაისს, თბილისის ახალ
სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროდ ვერც დაცვაში და ვერც თავდასხმაში ვერ ვითამაშეთ, არ გამოგვივიდა. მე გუშინ ვახსენე, რომ დინამო დღეს არცერთ შეცდომას არ გვაპატიებდა და ასეც მოხდა სრულიად სამართლიანად ის, რაც მოხდა. მოვდივართ თბილისში თამაშის მოსაგებად.
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): პირველი წაგებული თამაშის მერე დიდი ტაქტკური გადანაცვლება არ გაგვიკეთებია, უბრალოდ მოვითხოვე, რომ უბრალოდ ცოტა მეტი გაგვეკეთებინა, ფარის ქვეშ ბურთი არ დაგვეკარგა. 1:1 – ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. გულშემატკივრობა საუცხოო იყო, დიდი მადლობა დინამოს გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ.