სტატისტიკა სუპერლიგის მე-20 ტური დღეს თბიულისში, 2 მატჩით დასრულდება.
სპორტის ახალ სასახლეში პირველი მატჩი უკვე დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს დაკარგული
ქულებით გათამაშების ლიდერი „დინამო“ და ერთ-ერთი
აუტსაიდერი – „ოლიმპი“ შეხვდნენ.
გუშინ „ბათუმმა“ საშინაო შეხვედრა „ქუთაისთან“ წააგო
და თუკი „დინამო“ იმარჯვებდა, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა. ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილმა გუნდმა გალიდერების შანსი ხელიდან არ გაუშვა და „ოლიმპს“ 71:71:65 ძლევით
ცხრილში პირველ ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა.
თამაშის მხოლოდ პირველი ტაიმი იყო დაძაბული, რომელშიც
„ოლიმპი“ ტოლს არ უდებდა შეძლებულ მეტოქეს და ჯერემი ბაინამისა და ლესლი სმიტის შედეგიანობით
კუდში მისდევდა. პირველი ნახევარი დინამოელებმა 33:31 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენების
შემდეგ საქმეს უფრო რიგიანად მოჰკიდეს ხელი და მორიგი პერიოდი 20:10 მოიგეს. აღსანიშნავია
მიხეილ ბერიშვილისა და ობრი მაკალპის შედეგიანობა აღნიშნულ ეპიზოდში, რის შედეგადაც
დინამოელები მეტოქეს 12 ქულით გაექცნენ და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.
საბოლოოდ „დინამომ“ 6 ქულით იმარჯვა, რაც სრულიად საკმარისი
იყო საიმისოდ, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცეულიყო. ბომბარდირი 15 ქულით ნოდარ
გოგოძე გახდა, 14 ქულა და 7 მოხსნა გიორგი შარაბიძემ მიითვალა, ხოლო 12 ქულა და 8 მოხსნა
დინამოელებს მაკალპიმ შესძინა. ოლიმპელმა ლესლი სმიტმა მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა
25 მოხსნით, რასაც 11 ქულა დაურთო. გუნდის ბომბარდირი კი 14 ქულით ჯერემი ბაინამი გახდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ორივე გუნდისთვის, ჩვენთვის თუნდაც იმიტომ, რომ წინა თამაში ჩავაგდეთ. მართალია გავიმარჯვეთ მაგრამ ხარვეზები გვქონდა და ვეცდებით მომავალში გამოვასწოროთ. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მოედანზე გავრისკეთ და 2 ტრამვირებული მოთამაშე – კოვაჩევიჩი და მაჩალაძე ვათამაშეთ, რაც ჩემის აზრით აამაღლებდა გუნდურ სულისკვეთებას და შედეგმაც არ დააყოვნა – მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ირაკლი მაისურაძე („ ოლიმპის“მწვრთნელი): სამწუხაროდ კიდევ ერთი თამაში წავაგეთ. ჯერჯერობთ ისევ ძიებაში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება დაძლიერი მეტოქე გვეყოლება, ვეცდებით შემდეგი თამაში მოვიგოთ.