დინამომ მგზავრები ბოლო წუთებზე დაამარცხა

დინამომ მგზავრები ბოლო წუთებზე დაამარცხა

 სტატისტიკა  გალერეადღეს დაგეგმილი სუპერლიგის მე-11 ტურის მატჩები დასრულდა.
1 მატჩი გადაიდო, ხოლო ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერი „დინამო“ და აუტსაიდერი
„მგზავრები“ შეხვდნენ.

ცხრილის პირველ და ბოლო ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირება
ლოგიკური შედეგით, ლიდერი „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად სატურნირო ცხრილში
არსებული დიდი სხვაობისა, „მგზავრებმა“ დინამოელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს
და ბოლო პერიოდში, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

პირველი პერიოდი დინამოელებმა 19:12 მოიგეს. მეორე მეოთხედი
ფრედ – 19:19 დასრულდა, ხოლო მესამე ათწუთეულში „მგზავრებმა 20:17 იმარჯვეს და ჩამორჩენა
4 ქულამდე შეამცირეს – 51:55. ბოლო პერიოდში ქულა-ქულაში თამაში წავიდა. „მგზავრებმა“
რამდენჯერმე დაწინაურებაც კი მოახერხა. ბოლოს ეს ოთარ ფხაკაძის სამქულიანს მოჰყვამ,
როცა შეხვედრის დასრულებამდე 48 წამით ადრე „მგზავრები“ 66:65 გალიდერდა. ამას დინამოელებმა
სწრაფი ქულებით უპასუხეს და ისევ დაწინაურდნენ. საბოლოოდ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა
გუნდმა 72:68 იმარჯვა და სუპერლიგაში წაუგებელი სერია განაგრძო.

გამარჯვებულებს 23 ქულით და 10 მოხსბნით ილია ლონდარიძემ
ულიდერა. 13 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა მიხეილ ბერიშვილმა. „მგზავრებში“ 20 ქულით
და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ავთანდილ ლომინაშვილი. ოთარ ფხაკაძემ თავის გუნდს 11ქულა
მიაშველა.

სუპერლიგის მე-11 ტური დასრულდა, ხოლო „ოლიმპისა“ და
„მგზავრების“ გადადებული შეხვედრა მოგვიანებით გაუმართება. შემდეგი ტური 19 და 20 დეკემბერს
თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი): პირველ
რიგში მინდა დინამოს მივულოცო გამარჯვება. რა თქმა უნდა ჩემპიონატის ფავორიტი გუნდია
და მე თამაშის წინაც იგივე კომენტარი გავაკეთე, რომ მგზავრები თავის მაქსიმუმს გააკეთებდნენ
კორტზე. ბევრ კონტექსტში არ გაგვიმართლა. ძალიან ბევრი შეცდომებიც გვქონდა და ამას
მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ. მე ჩემი გუნდის დღევანდელი თამაშით კმაყოფილი
ვარ.
 

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): როგორც
ნახეთ ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. პირველ რიგში მოწინააღმდეგის კარგი თამაში მინდა
აღვნიშნო, მივესალმები და ვუსურვებ წარმატებას! თუ შეიძლებოდა ამ თამაშის გადადება,
ალბათ უნდა გადაგვედო, რადგან კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა გუნდში ჯანმრთელობის
მხრივ. თუმცა რაც იყო – იყო, უკვე უნდა მოვემზადოთ ზეგინდელი თამაშისთვის, იმედი მაქვს
ძალებს მოვიკრებთ.