მეორე
ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში ,,დინამოსა’’ და ,,რუსთავს’’
შორის გაიმართება. გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ
გაკეთებულ კომენტარებს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი
მწვრთნელი): მეტოქეს მეტნაკლებად ვიცნობთ, რამდენჯერმე შევხვდით
,,რუსთავს’’ ამ სეზონში და ვფიქრობ, კარგად ვართ მომზადებულები, გააჩნია, შეხვედრა
როგორ წარიმართება. პოპოვიჩის სახით სერიოზული დანაკლისი გვაქვს და სეზონს მის გარეშე
დავამთავრებთ. ვნახოთ, რა გამოვა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ,,დინამოს’’ კლუბის
სახელით მთელ რუსთავს, გუნდს დ ქალაქს მივუსამძმრო იმ ტრაგედიის გამო, რაც ქობულეთში
მოხდა, კიდევ ერთხელ ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი
მწვრთნელი): ნახევარფინალში საკმოდ ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა
პლეი ოფია და ყველაფერი მოსალოდნელია, თანაც 1 თამაში არაფერს წყვეტს, სერია 3 მოგებამდე გრძელდება. ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი
გავიღოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ.