რეგულარულის ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა პირველადგილოსან ,,დინამოსა” და ,,ქუთაისს” შორის გაიმართება. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მამუკა ტურაშვილი(,,დინამოს’’ მწვრთნელი):
პირველი წაგება ქუთაისთან გვქონდა და ეს მარცხი გვახსოვს. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით
არაფერს გვიწყვეტს დღევანდელი მატჩი, თუმცა გათვლილი გვაქვს, რომ წაგების შემთხვევაში
ნახევარფინალში ,,შსს აკადემიას’’ შევხვდებით, მოგების შემთხვევაში კი ისევ ,,ქუთაისს’’.
რეგულარულის ბოლო, პრესტიჟის თამაშია და გვინდა,
ჩემპიონატის ეს ეტაპი ამაღლებული განწყობით დავასრულოთ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ჩემპიონატი მთავრდება
და დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია,გაირკვევა რომელ ადგილს დავიკავებთ. ვეცდებით
კარგი შედეგი ვაჩვენოთ. შემართება გვაქვს. ,,დინამოს’’ დღევანდელი მატჩი ბევრს შეიძლება
არაფერს უცვლიდეს, თუმცა პირველ წრეში წაგებული თამაშის გამო, ალბათ, რევანშის აღებას
შეეცდებიან. იმედია, სანახაობრივი და საინტერესო თამაში გამოვა.