მეოთხედფინალიდან
გავარდნილი გუნდები ბრძოლას V-VIII ადგილებისთვის აგრძელებენ. 4 გუნდი პლეი აუტში ჩაებმებიან და ჯერ ნახევარფინალებს
ითამაშებენ,
რომელში გამარჯვებულებიც ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის დაუპირისპირდებიან,
ხოლო წაგებულები ერთმანეთში მე-7 ადგილს გაითამაშებენ.
პირველ მატჩში
ერთმანეთს „დინამო“ და ,,თსუ’’ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად
იმისა, რომ დინამოელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და მეორე მეოთხედში
20-ქულითაც დაწინაურდნენ,
ბოლო მეოთხედში სტუდენტებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს და წარმატების შანსიც გაუჩნდათ.
თუმცა თსუ-ელებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს და მაქსიმუმი, რასაც მიაღწიეს, ჩამორჩენის
9 ქულამდე შემცირება იყო.
საბოლოოდ დინამოელებმა
98:86 გაიმარჯვეს და მე-5 ადგილისთვის მატჩში თამაშის უფლება მოიპოვეს. დინამოელებს
„რუსთავსა“ და „სოხუმს“ შორის გამარჯვებული შეხვდება. „დინამოში“ 32 ქულით საუკეთესო
იყო ლამარ კარიმი, რომელმაც პირველ ტაიმში 8-დან 7 სამქულიანი ჩააგო. 26 ქულითა და
9 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ფლინ კლაიმენმა. თსუ-ში ორმაგი დუბლი (26 ქულა, 11 მოხსნა)
შეასრულა ვასილ ბერუაშვილმა, ხოლო სერჟ ასელაინის ანგარიშზე 19 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია (დინამო): გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. რაც შეეხება შეხვედრას, პირველ რიგში ვიტყვი , რომ
არც ველოდი ასეთ თამაშს ჩვენი მოთამაშეებისგან, რადგან მეოთხედფინალურ სერიაში წაგებამ
საკმაოდ უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა მოთამშეებზე. თუმცა ჩვენი პიროვნული
პროფესიონალიზმი გვავალდებულებს კონცენტრაცია
მალევე მოვახდინოთ. დღეს რთული თამაში იყო, თუმცა შემადგენლობით უფრო ძლიერი გუნდი
ვართ და ვფიქრობ, მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. თსუს და მის მწვრთნელს გიორგის
წარმატებებს ვუსურვებ.
გიორგი ჩხაიძე (თსუ): მეც გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. ძალიან კარგი
თამაშები ვიხილეთ მეოთხედფინალურ ეტაპზე და
,, დინამოს” ჰქონდა დიდი შანსი ნახევარფინალში მოხვედრის. ძლიერი გუნდია და ეს დღევანდელ
თამშშიც დაამტკიცა. რაც შეგვეხება ჩვენ, მესამე და მეოთხე პერიოდში უკეთესად ვითამაშეთ,
უფრო დიდი ანგარიშით ველოდი წაგებას და დიდი მადლობა ჩემს მოთამაშეებს.
ზეზვა ლილუაშვილი (დინამო): საკმაოდ რთული თამაშები გვქონდა მეოთხედფინალში არმიის წინააღმდეგ.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, თავიდანვე ავიღეთ ხელში მართვის სადავეები და გამარჯვებამდე
მივედით.
ნიკა ბაქრაძე (თსუ): მივულოცავ მოგებას ,,დინამოს” , მოგეხსენებათ თსუში
ტრავმიანობაა, რაც აისახა კიდეც მატჩის საბოლოო ანგარიშზე.
დინამო – თსუ 98:86