სუპერლიგის მე-12 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს თბილისური გუნდები – “დელტა” და “კაკტუსი” შეხვდნენ. ორივე გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა – “დელტას” ცხრილის სათავეში ადგილის გასამყარებლად, “კაკტუსს” კი ცხრილის ფსკერიდან თავის დასაღწევად. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსი” ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.
“დელტასა” და “კაკტუსის” მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. მართალია, პირველ ნახევარში ორმხრივი და თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა მეორე ნახევარში “დელტას” მოთამაშეებმა იმდენი შეძლეს, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. მატჩი ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის სოლიდური უპირატესობით – 87:64 დასრულდა.
გამარჯვებულ “დელტას” 17 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით ერიკ ნოთიჯმა ულიდერა. 12 ქულა დააგროვა საბა ლობჯანიძემ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 11 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. “კაკტუსში” 24 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო გიორგი ტურძილაძე გახლდათ, ნიკოლას ნილის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.
დელტა – კაკტუსი
სტატისტიკა: 87:64