ბრინჯაოს მედლების მფლობელი ბათუმი გახდა

ბრინჯაოს მედლების მფლობელი ბათუმი გახდა

 სტატისტიკა  
 გალერეა სუპერლიგის მესამე ადგილის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი
საკალათბურთო კლუბი ბათუმი გახდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთვის
მატჩი სოხუმს 86:81 მოუგო.

ნახევარფინალში დამარცხებული გუნდების მატჩი ბათუმში
გაიმართა. ბათუმელებმა სოხუმელებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს რეგულარულ ჩემპიონატში და
მოედნის უპირატესობაც ამის გამო ჰქონდათ.

სოხუმელებმა შესანიშნავად  ჩაატარეს საწყისი 2 პერიოდი, რომელთა დასრულების
შემდეგ 51:43 იგებდნენ. გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი, რომელიც მასპინძლებმა
21:19 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულს 2-ულიანი ლიდერობით შეხვდნენ. დარჩენილ დროში
სოხუმელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე 81:80 დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მასპინძლებმა დასკვნითი წამები მეტი მობილიზებით ჩაატარეს და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით – 86:81 იმარჯვეს.

ბათუმელებს
21 ქულითა და 13 მოხსნით აკაკი ვალიშვილმ უოიერა. 20-20 ქულა დააგროვეს იგორ კრივცოვმა
და ბესო ლეჟავამ. სოხუმში 28 ქულით საუკეთესო გივი ბაქრაძე გახლდათ, 25 ქულა ფილიპ მილერის
ანგარიშზე დაგროვდა.

მაჩის შემდეგ
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მესამე ადგილზე გასული ბთუმელები ბრინჯაოს მედლებით,
დიპლომითა და სიგელებით საქართველოს საკალთბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა
გიორგი ქართველიშვილმა და სუპერლიგის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად
კოტრიკაძემ დააჯილდოვეს. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი
(ბათუმის მთავარი მწვრთნელი): მინდა მთლიანად შევაჯამო სეზონი:
ურთულესი სეზონი იყო, იმიტომ რომ 4 წრე ვითამაშეთ ყველამ და ეს რა თქმა უნდა კარგია.
ბიჭებმა კარგად ჩაატარეს და ნამდვილად იმსახურებდნენ საპრიზო ადგილს, დიდი ხნის შემდეგ.
დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ნამდვილად ღირსეულად დაამთავრეს და დიდი მადლობა მაყურებელს,
რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით იყვნენ, მოგეხსენებათ ჩვენი დარბაზი მუდამ
სავსე იყო.

ვაჟა კვარაცხელია(სოხუმის
მთავარი მწვრთნელი): ჩემი გუნდის მე კმაყოფილი ვარ წლევანდელ სეზონში. ისეთ
ძლიერ გუნდებში, როგორიც წელს იყვნენ სუპერლიგაში პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც
შესრულებულია: გავედით ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში, საქართველოს თასის
ფინალშიც და პლეიოფებშიც კარგი შედეგი ვაჩვენეთ. დაიცალა ემოციებისგან გუნდი, ბიჭები
გადაიღალნენ, სათადარიგო სკამი სკამს არ გავდა, არ თამაშობდა გუნდის ლიდერი ფაცაცია
და ამ მიზეზთა გამო წავაგეთ. წელს ნამდვილად კარგი ფორმატი შემოგვთავაზა ფედერაციამ,
ეს არ გვაძლევს გუნდებს საშუალებას რომ მოვდუნდეთ, მუდამ ტონუსში უნდა ვიყოთ, რადგან
გუნდი ყოველგვარი გადათამაშების გარეშე ვარდება ქვედა ლიგაში. ეს ასევე სტიმულია ქვედა
ლიგის გუნდებისთვისაც. სწორედ ამის გამო იყო თავიდანვე დაძაბული სუპერლიგა, სადაც სიძლიერით
თანაბარი გუნდები თამაშობდნენ. ყველა გუნდი იბრძოდა და იბრძოლებს ზედა 4-ეულში მოსახვედრად.
მომავალ სეზონამდე!