სუპერლიგის
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩებს დღეს სპორტკომპლექსი ‘’არენა’’ და თბილისის
სპორტის სასახლე მასპინძლობენ.
ცენტრალურ
შეხვედრაში ერთმანეთს ‘’შსს აკადემია’’ და ‘’ქუთაისი’’ დაუპირისპირდებიან. მათ შორის
გამარჯვებული სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი ოფში მოედნის უპირატესობას
მოიპოვებს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. საინტერესოა
ასეთი ჩემპიონატი, როცა ბოლო ტური წყვეტს ბევრ რამეს, განსაკუთრებით, ჩვენთვის და ქუთაისისთვის.
,,ქუთაისთან’’ მოედნის უპირატესობა ყველა გუნდისთვის სასურველია და ჩვენც ამისთვის
ვიბრძოლებთ. ამის გარდა, ,,ქუთაისთან’’ პრინციპული დაპირისპირება გვაქვს, ერთადერთი
გუნდია, რომლისთვისაც წელს არ მოგვიგია. ამიტომ, ძალიან გვინდა მოვიგოთ და პლეიოფიც
ამაღლებული განწყობით დავიწყოთ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი):
ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ გუნდები ფსიქოლოგიურად
მომზადებულიყვნენ და საბრძოლო განწყობა შეექმნათ.
ამ შემადგენლობის გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. მაღალი კლასის
მოთამაშეები არიან და სხვანაირი განწყობა და მოლოდინია. ამბიციები ორივე გუნდს სერიოზული
აქვს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იქნება, შედეგი კი, ალბათ,
მესამე ძალაზეა დამოკიდებული.