ბათუმში სოხუმმა იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ბათუმში სოხუმმა იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

  სუპერლიგის
მეორე წრის მეოთხე ტური ბათუმში ბათუმისა და სოხუმის თამაშით გაიხსნა. ზღვისპირელთა
დაპირისპირება საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

  მასპინძლებმა
უპირატესობით დაიწყეს თავიდან 8:0 დაწინაურდნენ, თუმცა პირველივე მეოთხედში მოახერხა
სოხუმმა დაწევა და მოიგო კიდეც-19:23.  მეორე
მეთხედში ბათუმი გააქტიურდა და თამაშის პირველი ნახევარი საყაიმო ანგარიშით 39:39 დასრულდა.

   მეორე ტაიმში
შეხვედრის ტემპმა იმატა, ორივე გუნდს შეეძლო მოგება და ძალებს არ ზოგავდნენ.  მესამე პერიოდში 1 ქულით დათმო ბათუმმა, ბოლო მეოთხედში
კი სოხუმი გავიდა წინ  და საბოლოო გამარჯვებაც
გაიფორმა 81:77.

მატჩის გამორჩეული მოთამაშეები:

ბათუმი-ნიკა რამიშვილი 28 ქულა, ლაშა კეშელავა 17 ქულა

სოხუმი- სერგო ათუაშვილი 17 ქულა, 21 მოხსნა; ირაკლი
ჩლაიძე 15 ქულა.

მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შემდეგი
კომენტარი გააკეთეს: 

ვაჟა კვარაცხელია(სოხუმი):
ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა. ბათუმმა დიდი მონდომებით იასპარეზა როგორც დაცვაში,
ასევე თავდასხმაში, ჩვენ კი საერთოდ არ წაგვივიდა თამაში. საბოლოოდ შემადგენლობისა
და კლასის ხარჯზე გავიმარჯვეთ. მსურს აღვნიშნო, რომ აღფრთოვანებული ვარ ბათუმელთა გულშემატკივრობით,
რომლებმაც დარბაზში ჩინებული ატმოსფერო შექმნეს. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, რომელიც
არმიასთან გველის, მაქსიმალურად დავიხარჯებით და ისე  ვიბრძოლებთ,  როგორც დღეს ბათუმის გუნდმა.

მიხეილ კობეშავიძე(ბათუმი):  თამაშის ბედი
ბოლო წუთებზე გადაწყდა. ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, რა რესურსიც გვქონდა მაქსიმალურად
გამოვიყენეთ, თუმცა სამწუხაროდ  მეტოქემ შემადგენლობით
გვაჯობა. რომ არა სერბი გამთამაშებელი, ბოსკო სტიაკოვიჩი და სერგო ათუაშვილი, ვფიქრობ
სოხუმის გუნდს აუცილებლად დავამარცხებდით. დასანანია, რომ ჩვენმა გუნდმა  ასეთი კარგი შანსი  გაუშვა ხელიდან. რაც შეეხება ტრავმებს,  გიორგი ნანიტაშვილის ფეხის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
და ის ჩვენს გუნდს 25 დღე ვერ დაეხმარება. 
ბათუმი – სოხუმი 77:81