ბათუმმა წარუმატებელი სერია რუსთავში შეწყვიტა

ბათუმმა წარუმატებელი სერია რუსთავში შეწყვიტა

 სტატისტიკა

სუპერლიგის მე-18 ტური დღეს რუსთავში დაიწყო. ქვემო
ქართლში სათამაშოდ „ბათუმი“ ჩავიდა, რომელსაც ბოლო 6 მატჩი წაგებული ჰქონდა. მასპინძლებს
კი პირიქით – წარმატებული სერია ჰქონდათ. „რუსთავმა“ წინა ტურში გათამაშების ერთ-ერთ
ლიდერ „ქუთაისს“ მოუგო და ცხადია, აჭარულ გუნდთანაც გამარჯვებას გეგმავდა.

ბათუმელებმა ძალიან მოინდომეს და მასპინძლებს გამარჯვება
არ დაანებეს. შეხვედრა სტუმრების აქტიურობით დაიწყო, რაც ანგარიშშიც აისახა და საწყისი
მეოთხედი ბათუმელებმა 25:15 მოიგეს.

მეორე პერიოდში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და
ჩამორჩენა დიდი შესვენებისთვის 2 ქულამდე შეამცირეს, რის შემდეგაც
თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ბოლო წუთებზე ბათუმელებმა
იძალეს, რომელებმაც გამარჯვებისთვის საჭირო ქულები მიითვალეს და წარუმატებელი სერია
შეწყვიტეს.

საბოლოოდ „ბათუმმა“ 94:89 მოიგო, რაშიც ლომის წილი ბესო
ლეჟავას მიუძღვის. ბათუმელთა ლიდერმა 29 ქულა მიითვალა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა, კახა
ჯინჭარაძემ გამარჯვებულებს 23 ქულა მოუგროვა. „რუსთავში“ 28 ქულით ბომბარდირი რეზო
ჩაჩანიძე გახდა, ქეისი კასპერბაუერმა კი პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა.

სუპრლიგის მე-18 ტურის მომდევნო 2 მატჩი 22 თებერვალს
თბილისში გაიმართება.