“ბათუმმა” “სოხუმს” სძლია

“ბათუმმა” “სოხუმს” სძლია

სანაკრებო ფანჯრით გამოწვეული შესვენების შემდეგ დღეს სუპერლიგა განახლდა. აჭარაში სათამაშოდ ჩემპიონატის აუტსაიდერი “სოხუმი” ჩავიდა, რომელმაც იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა და უიმედო მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმა. 

სოხუმელებმა თამაში ყოჩაღად დაიწყეს და პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგეს – 21:15. მეორე ათწუთეულში ვითარება მასპინძელთა სასარგებლოდ შეიცვალა, რომლებმაც დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 39:40. 

გარდატეხა მოხდა მესამე პერიოდში, რომელიც მასპინძლებმა 29:14 მოიგეს. 14-ქულიანი ჩამორჩენა სოხუმელებმა დასკვნით 10-წუთეულში ვერ გაათანაბრეს და 73:82 დამარცხდნენ. ბათუმელებს 22-22 ქულით სპენსერ კოლინსმა და ილია შემოსიუკმა ულიდერეს. “სოხუმში” 21 ქულით საუკეთესო იყო ბიშოპ დენიელსი, ხოლო სერგო ათუაშვილმა 10 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა.

მე-20 ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ ქუთაისში, ხოლო შაბათს – თბილისში გაიმართება. 

ბათუმი – სოხუმი 
სტატისტიკა: 82:73