ბათუმმა სოხუმს მოუგო და დინამო – ქუთაისის შედეგს ელოდება

ბათუმმა სოხუმს მოუგო და დინამო – ქუთაისის შედეგს ელოდება

 სტატისტიკა  
 გალერეა გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის
ბოლო ტური დღეს თბილისში გრძელდება. პირველ მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“ და „ბათუმი“
შეხვდნენ. ორივე გუნდს უკვე მოპოვებული ჰქონდა პლეი ოფის საგზური – სოხუმელები ნებისმიერი
შედეგის შემთხვევაში რეგულარულს მე-4 ადგილზე ასრულებდნენ, ხოლო „ბათუმს“ უთუოდ გამარჯვება
სჭირდებოდა, რათა პირველ ადგილზე გასვლის შანსი რომ შეენარჩუნებინა და შემდეგ „ქუთაისის“
„დინამოსთან“ წაგებას დალოდებოდა.

„სოხუმი“ დიდი დანაკლისით გამოვიდა თამაშზე. ვაჟა კვარაცხელია
სგუნდს აკლდნენ ძირითადი ხუთეულის წევრები – გივი ბაქრაძე, ლევან ფაცაცია, გიორგი ჯგერენაია,
სერგო ათუაშვილი. მიუხედავად ამისა, შეხვედრა თანაბარი გამოდგა. ანგარიში დაახლოებით
თანაბრად იზრდებოდა, ხან ერთი გუნდი იყო მცირედით წინ, ხან – მეორე.

პირველი მეოთხედი სოხუმელებმა 24:23 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის
კი 46:41 გალიდერდნენ. მესამე პერიოდში „ბათუმმა“ თამაში გამოასწორა და 10-წუთეული
მთელი 14 ქულით მოიგო, რის შემდეგაც, გადამწყვეტი მეოთხედის წინ 67:58 დაწინაურდა.

ზღვისპირელებმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე იოლად მიიყვანეს
და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს – 92:83. ბათუმელთაგან 4 კლათბურთელი 10-ქულიან ზღვარს
ასცდა, რომელთაგან 17 ქულით ნიკა რამიშვილი გამოირჩა. 14 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა
აკაკი დვალიშვილმა, იგრო კრივცოვის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან ყველაზე
შედეგიანი იყო დიმიტრი დვალიშვილი – 16 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი.

ბათუმელები ეხლა „ქუთაისი“ – „დინამოს“ მატჩის შედეგს
ელიან, რადგან იმერული კლუბის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადიან და ნახევარფინალურ
სერიაში „სოხუმს“ ხვდებიან. თუკი „ქუთაისმა“ მოიგო, პირველ ადგილზე გავა და ნახევარფინალში
ის შეხვდება „სოხუმს“. აღნიშნული მატჩი დღეს, 16:00 საათზე დაიწყება. 

მატჩისშემდგომი კომენატრები

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ამ მატჩს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ორივე შემთხვევაში მე-4 ადგილს ვიკავებდით. რამდენიმე მოთამაშეს სცხე ჰქონდა, ზოგს
ტრავმა აწუხებდა და პლეი ოფის წინ მათ დასვენების საშუალება მივეცით. წინ გაცილებით
სერიოზული მატჩები გველის და მისთვის ვემზადებით.
დავით უსტიაშივილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): დავამთავრეთ რეგულარული ჩემპიონატი, ველოდებით დინამო – ქუთაისის თამაშს, თუ დინამო მოიგებს პირველ ადგილზე ვამთავრებთ. გავიგებთ ვის შევხვდებით ნახევარფინალში და მოვემზადებით პლეიოფისთვის.