სტატისტიკა გალერეა
პირველი ტურის
ცენტრალური შეხვედრა “ოლიმპსა” და “ბათუმს” შორის გაიმართა. მატჩი
ეპიზოდურად იძაბებოდა, თუმცა მთლიანობაში ზღვისპირელთა უპირატესობით და მათი გამარჯვებით
– 105:86 დასრულდა.
დავით თორთლაძის
გაწვრთნილი”ოლიმპი” მნიშვნელოვნად დასუსტდა. გუნდს დიკვალიფიკაციის გამო
10 მატჩით რიჩარდ მათიაშვილი გამოაკლდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ
სპორტის სამინისტროს გუნდი ლაშა ფარღალავამ დატოვა. ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა
კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტა და ირანში გაემგავრა.
ბათუმელები კი
პირიქით – მიხეილ კობეშავიძის გუნდმა 3 ამერიკელი ლეგიონერი შეიმატა, რომელთა დახმარებითაც
ზღვისპირელებს არ გასჭირვებიათ გამარჯვების მოპოვება. ჯუნიორ კადუგანმა, ჯერემი სეფოლდმა
და ჯეიმ ჯექსონმა შესაბამისად 27, 26 და 30 ქულა მიითვალეს, რითაც ბათუმური გუნდის
გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
პირველი ტაიმის
შემდეგ მატჩს ინტრიგა შერჩნილი ჰქონდა – ბათუმელები 39:37იგებდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში
ოლიმპს დაცვაში თამაში აერია და ზღვისპირელები წინ გაიჭრნენ. მესამე პერიოდი სტუმრებმა
31:15 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.
ბათუმელ მექულეებზე
ზემოთ მოგახსენეთ, ოლიმპელთაგან კი 10-ქულიანი ზღვარი ორმა მოთამაშემ დაძლია – ნოდრ
გოგოძემ 18 ქულა მოაგროვა, ირაკლი მიქელაძემ კი – 17.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დავით თორთლაძე(ოლიმპი): მივულოცავ ბათუმს
დღევანდელ მატჩში წარმატებას, მინდა აღვნიშნო, ყველასთვის სასიხარულოა რომ ამდენი წლის შემდეგ
ბათუმი ძალიან ძლიერი გუნდით გამოდის
ჩემპიონატზე. რაც შეეხება თამაშს, მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, ბოლომდე დაიხარჯნენ.
თუმცა მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერი იყო და ღირსეულად გაიმარჯვეს.
მიხეილ კობეშავიძე(ბათუმი): ახალი
შეკრებილები ვართ და პირველი თამაში იყო, ამიტომ შედეგით კმაყოფილი
ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იოლი გამარჯვებები გველის წინ. ოლიმპს მათიაშვილი
და ფარღალავა აკლდათ, რაც აისახა კიდეც შედეგზე.
დაცვაში თამაშით უკმაყოფილო
ვარ, ბევრი შეცდომა დავუშვით. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც
გვერდში დაგვიდგა, რათა წელს ასეთი შემადგენლობით
გამოვსულიყავით.
ტარიელ თავართქილაძე(ბათუმი): მივულოცავ ბათუმს გამარჯვებას. რიჩარდ მათიაშვილის არყოფნა დაეტყო
გუნდს და სამწუხაროდ, დავმარცხდით.
ჯერემი სეფოლდი(ბათუმი): ახალგაზრდა გუნდი
ვართ, პირველი თამაში იყო და შედარებით შებოჭილად ვთამაშობდით,
თუმცა გამარჯვება მოვახერხეთ და კმაყოფილები ვართ.