ბათუმმა ლიდერობა შეინარჩუნა, ქუთაისი კი ლიდერს მიუახლოვდა

ბათუმმა ლიდერობა შეინარჩუნა, ქუთაისი კი ლიდერს მიუახლოვდა

 შედეგებისუპერლიგის მორიგი, მე-7 ტური დღეს რეგიონებში – ქუთაისსა
და ბათუმში დაიწყო. აღნიშნულმა ქალაქებმა ძალიან საინტერესო და პრინციპულ მატჩებს უმასპინძეს:
ქუთაისში სათამაშოდ „დინამო“ ჩავიდა, ხოლო ზღვისპირეთს „სოხუმი“ ეწვია.

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი „ბათუმი“ სუპერლიგის ერთპიროვნული
ლიდერია და ეს სტატუსი ზღვისპირელებმა წინა ტურში სწორედ „სოხუმის“ „მგზავრებთან“ წაგებით მოიპოვეს. 

სოხუმელებმა თამაში მძლავრად დაიწყეს და ჯერ 10:0 იგებდნენ,
შემდეგ 20:8. ბათუმელებმა საქმის გამოსწორება სწრაფი თამაშით განიძრახეს და პირველი
მეოთხედის ბოლოსთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს – 17:26. მეორე მეოთხედში ბათუმელებმა
გააგრძელეს შედეგიანი თამაში და ანგარიში გაათანაბრეს.

დიდ შესვენებაზე სოხუმელები მინუმალური ლიდერობით გავიდნენ
და ასე თანაბრად  გაგრძელდა  თამაში ბოლო პერიოდამდე, სანამ მასპინძლები თამაშზე
სრულ კონტროლს არ დაამყარებდნენ. უსტიაშვილის გუნდმა 10 ქულით უკან მოიტოვა „სოხუმი“
და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა – 90:78.

ბათუმელთა გამარჯვებამ ძირითადად 4 კალათბურთელზე გადაიარა.
ბესო ლეჟავამ 22 ქულა და 7 პასი მიითვალა, უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა 21 ქულა
მიითვალა, მისმა თანამემამულე იგორ კრივცოვმა ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 13 მოხსნა
მიითვალა, ისევე როგორც 20 ქულისა და 10 მოხსნის მომგროვებელმა აკაკი დვალიშვილმა.

ქუთაისშიც მასპინძლებმა იმარჯვეს. არადა, „დინამომ“ თავიდანვე
რომ მოიპოვა ლიდერობა, მესამე პერიოდამდე წინ იყო. გარდატეხა მესამე მეოთხედის ბოლოს
მოხდა, როცა ქუთაისელებმა გუნდური თამაშის წყალობით ლიდერობა მოიპოვეს – 51:48.

ბოლო პერიოდში ქუთაისელებმა ლიდერობა აღარ დაანებეს
„დინამოს“ და ზუსტი შეტევებით გამარჯვებამდე დიდი გართულების გარეშე მივიდნენ – 75:64.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს 19 ქულით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა, რომელმაც
4 სამქულიანი მიითვალა. 13 ქულა დააგროვა რიჩარდ მათიაშვილმა, ზაურ ფაშაევს კი, რომელმაც
3 უაღრესად საჭირო სამქულიანი ჩააგდო, ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. აზერბაიჯანელმა
უკანახაზელმა 10 ქულა და 9 პასი მიითვალა. „დინამოში“ 18 ქულით ბომბარდირი გრიგოლ შვანგირაძე
გახდა, გიორგი შარაბიძემ კი 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ქუთაისელებმა ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე აინაცვლეს
და ლიდერ „ბათუმს“ ქულით მიუახლოვდნენ. მე-7 ტურის ბოლო 2 მატჩიდან, რომელიც ხვალ ახალ
სპორტის სასახლეში გაიმართება, მეტ ინტერესს ცხრილში მეზობლების – „ოლიმპისა“ და „რუსთავის“
დაპირისპირება იწვევს. გამარჯვებული გუნდი მესამე ადგილზე მყოფ „სოხუმს“ ქულებით გაუთანაბრდება.

მატჩისშემდგომი
კომენტარები
 ქუთაისი – დინამო  75:64

ვაჟა კვარაცხელია
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ნამდვილად კატასტროფა იყო ეს მატჩი
სოხუმისთვის. ბათუმი არის ბერმუდის სამკუთხედი, სადაც ნებისმიერი გუნდი ჩაიძირება.
აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ თამაში მომავლისათვის. თამაშის დროს ორჯერ გაითიშა მაღალი
ძაბვის გამო ელექტროენერგია, რამაც ბუნებრივია დიდი გავლენა იქონია ჩვენზე. იყო სხვა
ხარვეზებიც, კერძოდ, ინფრასტრუქტურული. ამას გამოსწორება აუცილებლად სჭირდება, რადგან
ეს ცუდად ისახება გუნდების თამაშის ხარისხზე.

დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): დაძაბული თამაში გამოვიდა და მოლოდინიც სწორედ ამის გვქონდა. მართალია თავიდან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ და ფრიად საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ.
ბათუმი – სოხუმი  90:78

ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს” მთავარი მწვრთნელი): მხოლოდ მატჩის
სპორტულ მხარეს შევეხები – ბევრი შეცდომები გვქონდა, თუმცა ცუდად არ გვითამაშია. უკანა
ხაზი გვაკლდა და ბუნებრივია ეს აისახა ხარისხზე. მე-4 მეოთხედში გაგვექცა თამაშის სადავეები
ხელიდან და ამან ანგარიშზეც იმოქმედა. ინციდენტს რაც შეეხება, ბევრს არაფერს ვიტყვი,
კალათბურთია და  მსგავსი შემთხვევები ხდება.
წინ კიდევ ნახევარი ჩემპიონატია და მომავალში უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც
მატჩში დავუშვით. მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ და მოვიპოვოთ გამარჯვებები. “ქუთაისს” კი მივულოცავ
გამარჯვებას.

კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში
ემოციური და დაძაბული იყო. გულშემატკივარმა დიდი როლი ითამაშა მატჩის სანახაობრივად
წარმართვაში. ქუთაისი და დინამო დიდი ხნის მეტოქეები არიან. თამაში გარდამავალი უპირატესობით
მიმდინარეობდა და ბოლო მეოთხედამდე არ იყო გადაწყვეტილი  მატჩის ბედი, ბოლოს კი გარღვევა მოვახდინეთ. ინციდენტს
რაც შეეხება, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი როლი შევასრულოთ, მოედანზეც
და გულშემატკივართა რიგებშიც, რომ მომავლისთვის ავირიდოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები.