“ბ” ლიგის სამივე ასაკობრივ ლიგაში ბრინჯაოს მედალის მფლობელები გამოვლინდნენ

“ბ” ლიგის სამივე ასაკობრივ ლიგაში ბრინჯაოს მედალის მფლობელები გამოვლინდნენ

24 ივნისს გაირკვნენ „ბ“ ლიგის გათამაშების მე-3 ადგილზე გასული გუნდები სამივე ასაკში. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთნ ერთად ატარებს ჩემპიონატებს 3 ასაკობრივ კატეგორიაში – 14, 16 და 18 წლიანებში. სწორედ ამ ასაკების გათმაშებებში გუშინ მე-3 ადგილებისთვის მატჩები გაიმართა.
14-წლამდელთა „ბ“ ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა კლუბი „იბერი“. ვეტერანი კალათურთელის, ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა გუნდმა 72:51 სძლია ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს და მესამე ადგილს დაეპატრონა.
მატჩის შემდეგ „იბერის“ მწვრთნელ-მოთამაშეები თბილისის კალათბურთის განვითრების კავშირის გამგეობის წევრებმა – ზაზა ღონღაძემ და ვლადიმერ ძიძიგურმა მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს.
16-წლამდელთა „ბ“ ლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩში „ქუთაისი“ „რუსთავს“ შეხვდა და საკმაოდ იოლად – 82:44 დაამარცხა. გამარჯვებულებს 39 ქულით ლევან კანთელაძემ ულიდერა. ქუთაისელები მედლებით და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითრების კავშირის გამგეობის წევრებმა ზაზა ღონღაძემ და კახა ბაღათურიამ დაალდოვეს.
დაბოლოდ, 18-წლამდელთა „ბ“ ლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა „ორბს“ მოუგო. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომლის დაწყების წინ ნუგზარ ჭეიშვილისა და ზურა სამხარაძის გაწვრთნილი გუნდი თსუ 5 ქულით იგებდა, თუმცა ამ უპირატესობას კიდევ 5 ქულა წაუმატა და საბოლოოდ 74:64 იმარჯვა.
მატჩის შემდეგ თსუ-ს წევრები თბილისის კალათბურთის განვითრების კავშირის გამგეობის წევრებმა – ვლადიმერ ძიძიგურმა და მამუკა ლომიძემ მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს.
„ბ“ ლიგის სამივე ასაკის გათამაშებაში ფინალური მატჩები მიმდინარეობს და ჩემპიონებიც მალე გამოვლინდებიან.