ატლანტიკის დივიზიონს „ჰიუნდაის“ გუნდი „ფილადელფია“ ლიდერობს

ატლანტიკის დივიზიონს „ჰიუნდაის“ გუნდი „ფილადელფია“ ლიდერობს

ჯუნიორ ნბა-ს ატლანტიკის დივიზიონის, რომელსაც საქართველოს
დედაქალაქი მასპინძლობს, საინტერესოდ მიმდინარეობს. დივიზიონის მონაწილე 5-მა გუნდმა
ერთი წრე მოილია და ფავორიტ-აუტსაიდერებიც გამოიკვეთნენ.

პირველი წრის ოთხივე შეხვედრა მოიგო და ცრილის პირველ
საფეხურზე გამაგრდა „ჰიუნდაის საკალათბურთო სკოლის“ გუნდი „ფილადელფია“. ჰიუნდაელებმა
მოუგეს „“ბრუკლინ ნეტსს“ (აკადემია), „ტორონტო რეპტორზს“ (ჰიუნდაი 2), „ნიუ იორკ ნიქსს“
(151-ე სკოლა) და „ბოსტონ სელტიქსს“ (იბერი).

შესაბამისად, „ფილადელფია“ პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნული
ლიდერია. მეორე ადგილზე მოდის „ბრუკლინ ნეთსი“, რომელმაც მხოლოდ ერთი მატჩი წააგო.
შემდეგ „ჰიუნდაის“ მეორე გუნდი, რომელიც ჯუნიორ ნბა-ში „ტორონტოს“ სახელით ასპარეზობს.
„ნიუ იორკმა“ პირველ წრეში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „იბერს“
გამარჯვება ჯერ არ დაუგემოვნებია.

ატლანტიკის დივიზიონის მეორე წრეს თბილისის ოლიმპიური
სასახლე 10-14 ივნისს უმასპინძლებს.