საკალათბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას რამდენიმე ტურნირი დარჩა ჩასატარებელი დაბალ ასაკობრივ კატეგორიებში. ამასთან დაკავშირებით, ასაკობრივი ლიგებისა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელები იმ მწვრთნელებს შეხვდნენ, რომლებიც 2001, 2002 და 2003 წლებში დაბადებულთა გუნდებს ავარჯიშებენ.
შეხვედრა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ოფისში, “დიდუბე-პლაზაში” გაიმართა და გუნდების რეგისტრაციასთან ერთად მსჯელობა გათამაშების ფორმატს, ჩემპიონატების დაწყების ვადებსა და დებულების დეტალებს შეეხო.
შეხვედრას თბილისში მომუშავე ასაკობრივი გუნდების მწვრთნელთა უმრავლესობა დაესწრო, ორგანიზატორთა მხრიდან კი მწვრთნელებს თბილისის კალათბურთის განვითარების პრეზიდენტი პაატა გურასპაული და საქართელოს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე შეხვდნენ.
გადაწყდა, რომ 2001 წელს დაბადებულთა (13-წლამდელთა) ჩემპიონატი 1 კვირის თავზე დაიწყება, მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში კი საკალათბურთო ფესტივალები გაიმართბა მინი-კალათბურთში. კალათბურთის განვითარების კავშირმა იმ გუნდების ვინაობა დაადგინა, რომლებსაც თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” ლიგაში ასპარეზობა სურთ, ასევე წინასწარი მონახაზი გააკეთა მომავალი სეზონის თბილისის ჩემპიონატების გამართვასთან დაკავშირებით.