არმიამ ქუთაისი ბოლოს გატეხა

არმიამ ქუთაისი ბოლოს გატეხა

სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტურის მორიგ მატჩში ,,ქუთაისმა“
საკუთარ მოედანზე ,,არმიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 73:81 დამარცხდა.  შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

პირველი ტაიმი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 40:40 დასრულდა.
მესამე მეოთხედში გუნდებმა კვლავ თანაბრად ითამაშეს, ხოლო აღნიშნული პერიოდის დასასრულს
წინ ქუთაისელები გავიდნენ და 3 ქულით დაწინაურდნენ – 63:60. მატჩში გადამყვეტი ბოლო
დასკვნითი მეოთხედი აღმოჩნდა. ,,ქუთაისი“ შეხვედრის სამი მეოთხედის განმავლობაში ტოლ-სწორად
ებრძოლა ,,არმიას“, თუმცა ბოლო პერიოდში საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდა და მარცხი განიცადა.
დასრულებამდე დაახლოებით 2.30 წუთით ადრე გუნდებს შორის საყაიმო ანგარიში 73:73 დაფიქსირდა
და დაძაბულობამაც პიკს მიაღწია, მაგრამ დარჩენილ დროში არმიელებმა მეტოქეს არ დაუთმეს
და მიმდინარე სუპერლიგაში წაუგებელ სერიას აგრძელებენ.  

,,ქუთაისის“ შემადგენლობაში 18 ქულით გიგი ბარბაქაძე
გამოირჩა, ხოლო ,,არმიას“ 25 ქულით უილიამ ტომასმა ულიდერა.  

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტურის
დარჩენილი ორი მატჩი ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ცენტრალურ შეხვედრაში
14:00 საათზე ერთმანეთს ,,ოლიმპი“ – შსს აკადემია დაუპირისპირდებიან, ხოლო 16:00 საათზე
,,დინამო“ – ,,სოხუმის“ მატჩი შედგება.  
სუპერლიგა
მეორე წრე III ტური 
რუსთავი –  სტუ 67:54 (მატჩის მიმოხილვა)
ბათუმი – თსსუ  71:78 (მატჩის მიმოხილვა)