თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-7
ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტი და ,,არმია” დაუპირისპირდნენ.
არმილებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მეორე
პერიოდის პირველივე წუთზე 30:19 გავიდნენ წინ. ამავე მეოთხედში სტუ-მ სხვაობა 7 ქულით
შეამცირა -29:36. დარჩენილ დროში არმიელებმა მეტოქეს არ დაანებეს და ტაიმი 10 ქულით,
ანგარიშით 56:46 მოიგეს.
მესამე პერიოდი
არმიელთა სრული უპირატესობით წარიმართა, ,,ძალოვნებმა” სხვაობა მთელი 20-ქულით გაზარდეს(
74:54) და მეტოქეს ყოველგვარი შანსი დაუკარგეს. ,,არმია” მოწოდების
სიმაღლეზე ბოლო, მეოთხე მეოთხედშიც იდგა: ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს ყველა კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით, 112:71 დაამარცხა მეტოქე.
აღსანიშნავია,
რომ 112 ქულით არმიელებმა მიმდინარე სეზონის გუნდური რეკორდი მოხსნეს, რომელიც აქამდე
სოხუმისა და ქუთაისის გუნდებს ეკუთვნოდათ (108 ქულა).
გამარჯვებულთა
რიგებში 16 ქულა ერთბაშად სამმა მოთამაშემ
დააგროვა: ჯერემი რიჩარდსონმა, ზვიად ბაბიაშვილმა და ვახტანგ მინაშვილმა. ორმაგი დუბლი
მიითვალეს ანატოლი ბოისამ (13ქ.10მ) და ზვიად ბაბიშვილმა (16ქ.11მ). რაც შეეხება სტუ-ს, მის შემადგენლობაში გიორგი ხანიაშვილი გამოირჩა,
რომლის ანგარიშზეც 18 მოხსნაა.
სუპერლიგის მე-7 ტურის დასკვნითი მატჩი თბილისის სპორტის
სასახლეში 18 საათზე დაიწყება: სტუდენტურ დერბიში
ერთმანეთს სამედიცინო – თსუ შეხვედებიან.