არმია – ქუთაისის წინასამატჩო პრესკონფერენცია

არმია – ქუთაისის წინასამატჩო პრესკონფერენცია

  დღეს თბილისის სპორტის სასახლე სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩს მასპინძლობს, სადაც ფინალური საგზურისთვის “არმია” და “ქუთაისი” იბრძოლებენ. 

კოტე ტუღუში
(„არმიის“ მთავარი მწვრთნელი): ახალს ვერაფერს ვიტყვი, დღეს უკვე
მე-5 დაპირისირება ჩვენს შორის და  ორივე გუნდი
ეცდება უკეთესად თამაშს და გამარჯვებას. როგორც არ უნდა მორჩეს დღევანდელი შეხვედრა, ვფიქრობ, ჩვენი დაპირისპირება განსაკუთრებით გამორჩეული იყო პლეი ოფში.

 მედეა მხეიძე(„ქუთაისის“ მწვრთნელი): ბუნებრივია,
რადიკალურად ტაქტიკური ცვლილებები ვერ მოხერხდება. ვეცდებით ყველა უპირატესობა გამოვიყენოთ.
ეს მატჩი პრინციპულია ორივე გუნდისთვის და რაც ნამდვილად მინდა, მაყურებელმა ისიამოვნოს
დღევანდელი შეხვედრით.