31 იანვარს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია, „ოლ სტარი“ გაიმართება. მატჩში მონაწილეობას ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები მიიღებენ, რომლებიც გამოკითხვის შედეგად და მწვრთნელთა გადაწყვეტილებით შეირჩნენ.
,,ოლ სტარში’’ მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები გულშემატკივრებმა სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად აირჩიეს. გამოკითხვა 15 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა. გუნდების დანარჩენი 7-7 წევრი მწვრთნელებმა შეარჩიეს და დღეს ,,თბილისი მოლში” გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელეს. თბილისის გუნდის მწვრთნელები ირაკლი ხოშტარია (დინამო), და კოტე ტუღუში (შსს-აკადემია) არიან, ხოლო რეგიონის გუნდის – მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი) და მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისი).
გამოკითხვის შედეგად შეირჩა შემდეგი ხუთეულები:
რეგიონის გუნდი: ბიჯეი იანგი (ბათუმი), ირაკლი მიქელაძე (ბათუმი), ანატოლი ბოისა (ქუთაისი), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), აკაკი დვალიშვილი (რუსთავი).
თბილისის გუნდი: გიორგი ცინცაძე (შსს-აკადემია), ნოდარ გოგოძე (ოლიმპი), ბესიკ ლეჟავა (დინამო), კოკა ტომარაძე (ოლიმპი), გეგი ბაქრაძე (ოლიმპი).
გუნდების დანარჩენი 7-7 მოთამაშე მწვრთნელებმა დაასახელეს.
რეგიონის გუნდი: ნიკ კელოგი (ბათუმი), ზაურ ფაშაევი (ქუთაისი), გოგა ცეკვავა(რუსთავი), მიხეილ ჭოჭუა(რუსთავი), გიორგი ჯგერენაია, გრიგოლ შვანგირაძე, ირაკლი ჩლაიძე (სამივე სოხუმი).
თბილისის გუნდი: ბექა ჩიკვილაძე, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე (სამივე შსს-აკადემია), ნუგზარ აბულაძე (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (მგზავრები-არმია), ილია ლონდარიძე, გიორგი ორმოცაძე (ორივე დინამო).
ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე სუპერლიგის 6 საუკეთესო მსროლელი, რომლებსაც გასული წლის გამარჯვებული დაემატება.
საუკეთესონი ჩაგდებული სამქულიანების პროცენტულობით შეირჩნენ და ისინი არიან: გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ლუკა ზაქრაძე (მგზავრები-არმია), ნიკ კელოგი (ბათუმი), ლევან ცეკვავა (რუსთავი), ბესიკ ლეჟავა (დინამო), აკაკი ლომოური (შსს-აკადემია) და შარშანდელი ,,ოლ სტარის’’ სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი).
ჩატენვების კონკურსში მონაწილეთა წინასწარ სიაში შედიან: გეგი ბაქრაძე (ოლიმპი), აკაკი დვალიშვილი (რუსთავი), გრიგოლ შვანგირაძე (სოხუმი), ბი ჯეი იანგი (ბათუმი).
ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას დაესწრება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი.
ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია „თბილისი მოლში“ 31 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება
ALL STAR 2015 – ის ოფიციალური მასპინძელია თბილისი მოლი, პარტნიორები: სასტუმროების ქსელი ბაკურიანში ,,კრისტალი’’, კომპანია ,,ბადაგი’’, კომპანია ,,ჯინო ფერედაისი’’.
იანა კოკოულინა
(„თბილისი მოლის“ მარკეტინგის მენეჯერი): მოხარულნი ვართ,
რომ ყველა ვარსკვლავის მატჩს ვუმასპინძლებთ და ზოგადად სიამოვნებით მივესალმებით სპორტულ ღონისძიებებსა
და შეჯიბრებებს. მსურს აღვნიშნო, რომ „თბილისი
მოლი“ „ოლ სტარისთვის“ სპეციალურ პრიზს დავაწესებთ.
მიხეილ ბერუაშვილი
(რეგიონის გუნდის მწვრთნელი): ვფიქრობ, რომ სანახაობრივი და კარგი თამაში გამოვა, რადგან გვყავს ისეთი გამოცდილი კალათბურთელები, რომლებიც
სუპერლიგაში ასპარეზობენ. ჩვენი მხრიდან ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ. დიდი მადლობა
„თბილისი მოლს“ მასპინძლობისთვის.
ირაკლი ხოშტარია
(თბილისის გუნდის მწვრთნელი): საინტერესო და უჩვეულოა ისეთ სივრცეში თამაში, როგორიც „თბილისი მოლია“. შარშან აქ უკვე ჩატარდა ტურნირი 3×3 კალათბურთში,
რომელმაც ნამდვილად გაამართლა. სასიახარულოა,
რომ „თბილისი მოლი“ „ოლ სტარს“ უმასპინძლებს.
ეს არის ღონისძიება, რომელიც შუა დაძაბულ სეზონში განტვირთვის საშუალებას გაძლევს
და გუნდები და კალათბურთელები ერთმანეთს სხვა ამპლუაში დაუპირისპირდებიან.
მწვრთნელების მიერ შერჩეული მოთამაშეები