13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი – სუპერლიგა იწყება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ რიგით 28-ე გათამაშება, რომელშიც 11 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
სუპერლიგის 2019-2020 წლების სეზონის გათამაშებაში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:
დინამო, ტიტები, ცხუმ-აფხაზეთი, თსუ, რუსთავი, ბათუმი, ვერა, ქუთაისი, ოლიმპი, კაკტუსი, მგზავრები.
გათამაშების ფორმატის თანახმად, 11 გუნდი 2 წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში გავა. წინა სეზონის მსგავსად, პლეი ოფის ყოველ სტადიაზე – მეოთხედფინალში, მერვედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში სერიები 3 მოგებამდე გაგრძელდება.
სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “დელტამ” სახელი გადაირქვა და მომავალ სეზონში “ცხუმ-აფხაზეთის” სახელით გამოვა. სუპერლიგის დებიუტანტი იქნება “ვერა”, რომელმაც გასულ სეზონში “ა” ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.
სუპერლიგის გახსნის დღეს, 13 ოქტომბერს გაიმართება ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი. გასული სეზონის ჩემპიონი “ცხუმ-აფხაზეთი” თასის მფლობელ “ტიტებს” შეხვდება. სუპერთასის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.
სუპერლიგის თამაშების განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://superleague.ge/league/superleague/schedule