აკადემიასა და ოლიმპს შორის შეხვედრა 9 თებერვალს გადაიდო

აკადემიასა და ოლიმპს შორის შეხვედრა  9 თებერვალს გადაიდო

სუპერლიგის მორიგი ტური 30 იანვარს გაგრძელდება. პარალელურად
საქართველოს თასის გათამაშებაც იმართება, რომლებშიც ა-ლიგისა და რეგიონების გუნდებიც
მონაწილეობენ, შესაბამისად დედაქალაქის კლუბებს რეგიონშიც უწევდათ გასვლით მატჩებზე
თამაში.  

აჭარაში იმყოფებოდა „ოლიმპი“, რომელმაც ბათუმის გუნდთან
მეოთხედფინალური შეხვედრა გამართა  საქართველოს
თასის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, უამინდობის გამო მოძრაობა პარალიზებულია აჭარის
რეგიონის მიმართულებით და სატრანსპორტო საშუალებებს ნელა უწევთ გადაადგილება.
აღნიშნული მიზეზის გამო, სუპერლიგის თამაში, რომელიც 30 იანვარს უნდა გამართულიყო „ოლიმპსა“
და „აკადემიას“ შორის გუნდებთან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტთან შეთანხმებით გადაიდო 9 თებერვალს, 19:45 საათზე თბილისის ახალ სპორტის
სასახლეში.