გალერეა
2003-წლამდელთა
შორის საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული „აკადემია“ გახდა.
გია კაზანჯიანის გუნდმა ფინალურ მატჩში „ოვერტაიმი“ 58:46 დაამარცხა. ეს გუნდები
შეხვდნენ 20 ივნისს, თბილისის ფესტივალის ფინალშიც და მაშინაც აკადემიელებმა –
ოღონდ დაძაბულ ბრძოლაში – 43:41 მოიგეს.
ბავშვთა და
ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
მხარდაჭერით ჩატარებული მინიფესტივალების სერია დასრულდა. მთლიანობაში 4 ტურნირი
ჩატარდა – 2002 წელს დაბადებულთა თბილისის და საქართველოს ფესტივალები და 2003
წელს დაბადებულთა ანალოგიური პირველობები.
დღეს დასრულებული
2003-წლიანთა მინიფესტივალი საინტერესო გამოდგა. ტურნირის ფარგლებში არაერთო
დაძაბული და საინტერესო, ემოციებითა და ბავშვური აღტაცებით სავსე მატჩი გაიმართა.
ტურნირს მრავალი გულშემატკივარი დაესწრო და ყველაფერმა ჯანსაღ, სპორტულ
ატმოსფეროში ჩაიარა.
დღევანდელ ფინალს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული
ცენტრის დირექტორი ნუგზარ კევლიშვილი დაესწრნენ.
ტურნირის
მონაწილეები სპონსორებისა და მხარდამჭერების მიერ უხვად დასაჩუქრდნენ.
„პრივატბანკმა“ საუკეთესო სამეულს სპორტული ეკიპირება გადასცა, პლუს ჩემპიონი
გუნდის ყველა წევრს პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდოები ჩაურიცხა.
მესამე ადგილისთვის მატჩში
„რუსთავმა“ 42:30 დაამარცხა „დინამო“ და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ამით დასრულდა
მინიკალათბურთის სეზონი, რომელიც 40 დღე გაგრძელდა.
ფინალი
აკადემია – ოვერტაიმი 58:46
4:13, 15:7, 17:9, 22:17
აკადემია: ლ. დოლიძე (25), გ. ოჩხიკიძე
(23)
ოვერტაიმი: ჯ. ჯმუხაძე (31), გ.
მახნიაშვილი (12)
III ადგილი
რუსთავი –
დინამო 42:30
9:6, 5:4, 16:7, 12:13
დაჯილდოვება
საქართველოს
კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფესტივალის მონაწილე 4 გუნდის 2-2 გამორჩეული მოთამაშისთვის
საჩუქრები დააწესა. მოთამაშეებს ეროვნული ნაკრების მაისურები ბავშვთა და
ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა და კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს.
ბრიტანულმა
ცენტრმა თავის რჩეულ 3 მოთამაშეს ინგლისური ენის შესწავლის 1-თვიანი
უფასო ვაუჩერი გადასცა. გიორგი ოჩხიკიძე (აკადემია), ლუკა
დოლიძე (აკადემია) და ჯაბა ჯმუხაძე (ოვერტაიმი) ბრიტანული ცენტრის მენეჯერმა
თორნიკე გიორგაძემ დააჯილდოვა.
მინიკალათბურთის
ფესტივალის გენერალურმა სპონსორმა – „პრივატბანკმა“ ფესტივალის მონაწილეებისთვის
დააწესა სხვადასხვა პრიზები.
ტურნირის ყველა
მონაწილეს უფასოდ დაუმზადდა პრივატბანკის საბანკო ბარათი.
ასევე პრივატბანკმა
დააჯილდოვა ფესტივალის საუკეთესო სამი გუნდი სამახსოვრო პრიზებით.
მე-3 ადგილზე გასული
გუნდს გადაეცა პრივატბანკის ბრენდირებული მაისურები.
მე-2 ადგილზე გასული
გუნდი დაჯილდოვდა პრივატბანკის ბრენდირებული მაისურებით და შორტებით.
ჩემპიონი გუნდის
სრულ შემადგენლობას გადაეცა პრივატბანკის ბრენდირებული მაისურები და შორტები.
ასევე გუნდის ყველა წევრს „პრივატბანკის“ უნიორ ქარდზე დაერიცხებათ
50-50 ლარი.
ტურნირზე დაწესებული
იყო საუკეთესო მოთამაშის პრიზი. 2003-წლიანთა საქართველოს ჩემპიონატის
საუკეთესო მოთამაშე (MVP) ლუკა დოლიძე (აკადემია) გახდა.
საუკეთესო მოთამაშისთვის ფესტივალის სპონსორმა „პრივატბანკმა“ დააწესა
ფულადი ჯილდო – 200 ლარი, რომელიც ლუკა დოლიძეს პრივატბანკის პირად
საბანკო ბარათზე დაერიცხება.
ჩემპიონი გუნდის
კაპიტანს საჩემპიონო თასი ნუგზარ კევლიშვილმა და მიხეილ გაბრიჩიძემ
გადასცეს.