“ა” ლიგას “კაქტუსი” და თსუ დაემატნენ

“ა” ლიგას “კაქტუსი” და თსუ დაემატნენ

„ა“ ლიგაში კიდევ 2 გუნდი შევიდა. შუადღისას გამოვლენილ
2 გუნდს ღამის მატჩებში კიდევ 2 დაემატა. ესენი არიან „კაქტუსი“ და თსუ.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაქტუსმა“ მარნეულის „ინტერს“
34 ქულით მოუგო. ქვემოქართლურ გუნდში ითამაშა ვეტერანმა ზაზა გაბისონიამ, რომელიც წინა
მატჩებში მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა და როცა „ა“ ლიგაში გადასვლას 1 ნაბიჯი აკლდა,
მოედანზეც გავიდა.

გაბისონიას გამოცდილებამ ვერ უშველა ბოლომდე მებრძოლ
მარნეულელებს. გუნდმა პირველი ტაიმი ღირსეულ ბრძოლაში – 7 ქულით დათმო და მეორეში გატყდა.
„ინტერს“ კლასი არ ეყო, გაცილებით მრავალმხრივი მოთამაშეებითა და დაკომპლექტებული
„კაქტუსის“ დასამარცხებლად. მნიშვნელოვანი იყო სათადარიგოთა ფაქტორიც, რაშიც კაქტუსელებს
უპირატესობა ჰქონდათ.

დღის ბოლო მატჩში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდი „სეუ-ჰიუნდაის“ შეხვდა. სტუდენტურ დერბიში დათმობა
არ იყო. თსუ თავიდან კი ლიდერობდა და მეორე მეოთხედში მისმა უპირატესობამ 10 ქულასაც
გადააჭარბა, თუმცა ირაკლი ალხანაიძის ძალისხმევით და „სეუ-ჰიუნდაის“ დანარჩენი მოთამაშეების
დახმარებით თამაში გათანაბრდა და ბოლო წუთებმა უდიდესი დაძაბულობის ფონზე ჩაიარა.

გადამწყვეტ მომენტში „სეუ-ჰიუნდაი“ მისი ლიდერის, ირაკლი
ალხანაიძის გარეშე დარჩა, რომელმაც მე-5 პერსონალური მიიღო. ბოლო წუთზე თსუ-ელებმა
მეტი მობილიზება და სიზუსტე გამოიჩინეს და 4 ქულის სხვაობით – 69:65 იმარჯვეს.

გადასასვლელ თამაშებში დამარცხებული „სეუ-ჰიუნდაი“ და
„მარნეული“ ერთმანეთს 3 მარტს სეხვდებიან და პირველი ლიგის დარჩენილ საგზურს გაითამაშებენ.
ამ გუნდებთან ერთად საგზურისთვის იბრძოლებენ „წყალტუბო“ და „აკადემია“, რომლებმაც „ა“
ლიგაში გადასასვლელი მატჩები შესაბამისად „არენა-76“-თან და გორის „დილასთან“ წააგეს.

 

„ა“
ლიგის შესარჩევი ტურნირი. პლეიოფი. 26 თებერვალი

მარნეული 47:81 კაქტუსი

12:20,
15:16, 8:23, 12:22

მარნეული:ი. ჯანხოთელი
(17), მინაძე
(9), ბ.
ჯაჯანიძე
(8)

კაქტუსი: ტატუნაშვილი (22 ქულა,
12 მოხსნა),
ნანიტაშვილი
(18), ხიზანიშვილი
(17)

 

სეუ-ჰიუნდაი
65:69 თსუ

14:19, 7:12,
25:14, 19:24

სეუ-ჰიუნდაი:
ალხანაიძე (36 ქულა, 12 მოხსნა), ახალაია (13), კოპალიანი (8 ქულა, 9 მოხსნა)

თსუ:
ფანჩულიძე (23), ბერუაშვილი (12 ქულა, 11 მოხსნა), კობიძე (12 ქულა, 10 მოხსნა)

 

„ა“ ლიგაში გასული გუნდები

არენა -76

გორის დილა

კაქტუსი

თსუ

წყალტუბო/აკადემია

მარნეული/სეუ-ჰიუნდაი