ბათუმმა უმოტივაციო კავკასიას დამაჯერებლად მოუგო

ბათუმმა უმოტივაციო კავკასიას დამაჯერებლად მოუგო

დღეს სუპერლიგის ერთი მატჩი ბათუმში გაიმართა, ხოლო ხვალ 3 მატჩით რეგულარული ჩემპიონატის დასრულდება და პლეი ოფში გასული 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდება. 

ამ ეტაპისთვის ბევრი რამეა ცნობილი. მაგალითად, გადაწყვეტილია, რომ პირველ ადგილს ოლიმპი დაიკავებს, მეორეს – რუსთავი, მესამეს – კავკასია, ხოლო მეოთხე ადგილზე, რუსთავთან დარჩენილ თამაშს მოიგებს თუ წააგებს, თსუ გავა. ასევე ცნობილია ცხრილში მე-8 (მარგვეთი), მე-9 (ქუთაისი), მე-10 (ტიტები) და ბოლო, მე-11 (ვერა) ადგილებზე გასული გუნდები. ანუ გასარკვევი დარჩა ცხრილში მე-5, მე-6 და მე-7 ადგილებს ვინ დაიკავებს. ეს გუნდები იქნებიან კაკტუსი, დელტა და ბათუმი, თუმცა როგორი თანმიმდევრობით განლაგდებიან ხსენებულ პოზიციებზე, ამას ბოლო მატჩების შედეგები გაარკვევს.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ მატჩს, ზღვისპირელებს მეტოქედ კავკასია ჰყავდათ, რომლისთვისაც ამ თამაშის შედეგს აზრი ჰქონდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასიელები ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში რეგულარულს მე-3 ადგილზე ასრულებდნენ და მეტოქეს თავი არ შეაკლეს. საბოლოოდ “ბათუმმა” დამაჯერებლად – 96:67 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

ფოტო: BCBATUMI