5-8 ადგილებისთვის ბრძოლა დაიწყო

5-8 ადგილებისთვის ბრძოლა დაიწყო

სტატისტიკა დაიწყო მეოთხედფინალიდან გავარდნილი გუნდების საკვალიფიკაციო
ტურნირი სუპერლიგის 5-8 ადგილების გასანაწილებლად. მას შემდეგ, რაც „ა“ ლიგა შეიქმნა,
საკვალიფიკაციო მატჩებს მეტი ფასი დაედო, რადგან ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდს სუპერლიგაში
ადგილის შესანარჩუნებლად ქვედა ლიგის 2 საუკეთესო გუნდთან ბრძოლა მოუწევს.

პირველ წყვილში ერთმანეთს „ოლიმპი“ და „მგზავრები-არმია“
შეხვდნენ. სერია 2 გამარჯვებამდეა, პირველ შეხვედრას კი სპორტკომპლექსმა არენამ უმასპინძლა.
შეხვედრა „მგზავრები-არმიამ“ უფრო მობილიზებულად ჩაატარა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა
– 75:58.

არმიელთაგან ხუთმა მოთამაშემ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია.
ოლიმპში კი 21 ქულით ბომბარდირი ნოდარ გოგოძე გახდა. სერიის მეორე შეხვედრა 14 მაისს,
სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.