LIVEსაქართველოს 3X3 კალათბურთელთა U18 ნაკრები ჩინეთშია, სადაც მსოფლიოს
ჩემპიონატი ტარდება. პროვინცია სიჩუანის მთავარი ქალაქი ჩენგდუ პლანეტის საუკეთესო
20 ნაკრებს მასპინძლობს, რომელთა შორისაც საქართველოცაა.
მსოფლიოს ჩემპიონატს საკვალიფიკაციო ეტაპი არ აქვს. ტურნირისთვის გუნდები მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ირჩევა და ამ მხრივ საქართველო საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას. მსოფლიო რეიტინგში ჩვენი გუნდი მე-17 ადგილზეა და შესაბამისად, მუნდიალზე ადგილიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მესამედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ყველაზე მაღალი შედეგი შარშან აჩვენა, როცა პლანეტის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.
2017 წლის მსოფლიო პირველობაზე მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული, 5-გუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში 2-2 საუკეთესო გადის. საქართველოს ჯგუფში მოხვდნენ: უკრაინა, ახალი ზელანდია, ბაჰრეინი და ყატარი. ყველაზე მაღალი რეიტინგი უკრაინელებს აქვთ: ჰოლანდიის შემდეგ სლავები ტურნირზე მეორე ნომრად არიან განთესილნი.
საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში ახალ ზელანდიასთან,
29 ივნისს, თბილისის დროით 13:45 საათზე უწევს. ამ და დანარჩენი მატჩების პირდაპირ ეთერში
ხილვა შეგეძლებათ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ შემდეგ ბმულზე:
29 ივნისი
ახალი ზელანდია – საქართველო 09:45
საქართველო – ბაჰრეინი 11:15
1 ივლისი
ყატარი – საქართველო 11:35
საქართველო – უკრაინა 12:45
(მითითებულია თბილისის დრო)