3×3 ქუთაისი ტურის გამარჯვებული გუნდი „23“ გახდა

3×3 ქუთაისი ტურის გამარჯვებული გუნდი „23“ გახდა

გალერეასაქართველოს ტურნე 3×3-ზე კალათბურთში გრძელდება. ბათუმის შემდეგ ტურში ქუთაისიც
ჩაერთო. ბალახვანის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 გუნდმა მოიყარა თავი და
დასკვნითი ეტაპისთვის იბრძოლა, რომელიც 22 ივლისს თბილისი მოლში გაიმართება. საქართველოს
ტურნე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და რეგიონალური ფედერაციების ორგანიზებით
იმართება.

ფინალში დაძაბულ ბრძლაში ერთმანეთს გუნდები ლიდერბეთი
და 23 დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი ამ უკანასკნლეს დარჩა, რომელმაც 18:17 სძლია მეტოქეს
და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. საუკეთესო მოთამაშის ტიტული გუნდ 23-ის მოთამაშეს
– რიჩარდ მათიაშვილს ერგო, რომელიც იმერეთის რეგიონის ფედერაციის პრეზიდენტმა – ბუბა
კვიმსაძემ დააჯილდოვა, რომელმაც საპრიზო 1-ელ და მე-2 ადგილოსან გუნდებსაც გადასცა
კუთვნილი ჯილდოები.

ქუთაისის შემდეგ 3×3 კალათბურთის  ტური რუსთავში გაიმართება, რომელიც ბოლო რეგიონალური
დანიშნულების ადგილია ფინალურ ტურამდე. 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით იმართება.
ჩემპიონატის სატელევიზიო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.