ანონსი
ხვალ, 22 ივლისს, „თბილისი მოლში“ 3X3
კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება, სადაც
ქვეყნის მასშტაბით 12 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ჩემპიონატი თბილისის
ტურით ლისზე დაიწყო და შემდგომ რეგიონებში გადაინაცვლა.
თბილისში ლისზე
გამართული ტურნირიდან ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გავიდა: Old
school, Jeo
Group, JI&JI, Splash, Team Z, Cheese, Old Eagle და „არიქა“,
რომლებსაც რეგიონების საუკეთესო გუნდები დაემატნენ. ყვარელში ჩატარებული
ტურიდან “კახეთი
მიქსი“იასპარეზებს, ქუთაისიდან გუნდი “23“,
ბათუმიდან გუნდი SWAG
და
რუსთავიდან – Clutcherhood.
საუკეთესო 12 გუნდი საქართველოს ჩემპიონობის ტიტულისთვის
იბრძოლებს და გამარჯვებული გუნდი აგვისტოში
რუმინეთში
გასამართ ბუქარესტ-ჩელენჯზე იასპარეზებს.
ფინალური ეტაპი თბილისი მოლში 12:00 საათიდან დაიწყება, ფინალური მატჩი კი 17:30 საათზე, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორცილებს.
3X3
კალათბურთის ფინალურ ეტაპზე ტრადიციულად
გაიმართება კონკურსები ჩატენვებსა და 3-ქულიან სროლებში.
საქართველოს ტურნე საქართველოს კალათბურთის
ეროვნული ფედერაციისა და რეგიონალური ფედერაციების ორგანიზებით იმართება. ჩემპიონატის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. სატელევიზიო
პარტნიორი – საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.