3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი ხვალ ლისზე გაიხსნება

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი ხვალ ლისზე გაიხსნება

ხვალ, 9 ივლისს იწყება საქართველოს მე-5 ეროვნული ჩემპიონატი
3X3 კალათბურთში.  ქვეყნის პირველობა
თბილისის ტურნირით გაიხსნება და შემდეგ რეგიონებში გადაინაცვლებს. 

საქართველოს მასშტაბით სულ გამოვლინდება საუკეთესო
12 გუნდი (თბილისის, ბათუმის, ქუთისის, თელავისა და რუსთავის) რომლებიც დედაქალაქსა
და რეგიონებში შეირჩევა და დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც
 „თბილისი მოლი“ უმასპინძლებს.

3X3 საქართველოს ჩემპიონატი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
გაიმართება. ტურნირის სატელევიზო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი,
რომელიც ფინალური მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორცილებს.

თბილისის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მსურველთა
რეგისტრაცია მიმდინარეობს ფიბა-ს 3X3 კალათბურთის გლობალურ ვებ-გვერდზე play.fiba3x3.com

3X3 კალათბურთმა მასობრიობისა და დიდი ინტერესის გამო
უკვე ოლიმპიური დისციპლინის სტატუსი მიიღო. სპორტის ამ სახეობას საქართველოში უკვე
საკმაო ტრადიციები გააჩნია. მე-5 წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული ჩემპიონატი
ტარდება და მას გამორჩეული მნიშვნელობა გააჩნია.

თბილისის შესარჩევი ტურნირიდან ფინალური ეტაპის საგზურს
8 საუკეთესო მოიპოვებს, ხოლო დანარჩენი 4 გუნდი სხვადასხვა ქალაქებში გასამართ ტურებში
შეირჩევა.

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი „თბილისი მოლში“
22 ივლისს გაიმართება.