3×3 ბათუმის ტურის გამარჯვებული გუნდი ლიდერბეთი გახდა

3×3 ბათუმის ტურის გამარჯვებული გუნდი ლიდერბეთი გახდა

გალერეასაქართველოს ტური 3×3-ზე კალათბურთში გრძელდება. თბილისისა და თელავის შემდეგ
ჩემპიონატში ბათუმიც ჩაერთო. ქართული ანბანის მონუმენტთან სანაპიროზე საქართველოს კალათბურთის
ფედერაციისა და აჭარის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით 20-მდე გუნდმა მოიყარა თავი.
თელავის და თბილისის ტურების გამარჯვებულ გუნდებს ბათუმიდან გუნდი ლიდერბეთი შეუერთდა

ნახევარფინალში გუნდებმა 23-მა და ლიდერბეთმა დაძაბულ
ბრძოლაში ჩამოიშორეს მეტოქეები და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კოტე ბიწაძის
გუნდმა – ლიდერბეთმა ვიქტორ კოღუაშვილის გუნდი 23 დაამარცხა და საქართველოს ფინალური
ტურის საგზური მოიპოვა, რომელსაც 22 ივლისს თბილისი მოლი უმასპინძლებს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კოტე ბიწაძე, ჩემპიონი
და პრიზიორი გუნდები აჭარის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა – გოდერძი კორძაძემ
დააჯილდოვა.

საქართველოს ტური 16 ივლისს 12:00 საათიდან ქუთაისში,
ბალახვანის საცურაო აუზთან გაგრძელდება, სადაც ქუთათურთა საუკეთესო გუნდი გამოვლინდება,
რომელიც ფინალურ ეტაპზე მოიპოვებს ასპარეზობის უფლებას.

3×3
კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროსა და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით იმართება. ჩემპიონატის
სატელევიზიო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.