2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალი ოლიმპის გამარჯვებით გაიხსნა

2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალი ოლიმპის გამარჯვებით გაიხსნა

     ვაკეში
მდებარე საკალათბურთო აკადემიაში დუდუ დადიანის მემორიალმა სტარტი აიღო. პირველი შეხვედრა
ოლიმპსა და სტუ-ს შორის გაიმართა.

 ,,ოლიმპის“ კალათბურთელებმა უპირატესობა თამაშის
დაწყებისთანავე მოიპოვეს და საბოლოოდ ანგარიში თავიანთ სასარგებლოდ 88:54 დააფიქსირეს.
გამარჯვებულთაგან  ყველაზე მეტი, 16 ქულა მიხეილ
ბერიშვილმა დააგროვა,  ხოლო ორმაგი  დუბლი  ლეგიონერმა,
ნიკოლა ტუტუსმა შეასრულა.

   ,,სტუდენტების“  გუნდში თავი ტატო ჩაჩიბაიამ გამოიჩინა 16 ქულით,
ვაჟა ჯანაშიამ კი 14 ქულა მიითვალა.

   ,,დუდუ დადიანის
მემორიალი-2012“-ს  მეორე შეხვედრა 13 :00 საათზე
დაიწყება არმიასა და თსუს შორის.