2002-წლიანთა თბილისის ფესტივალი “ჰიუნდაიმ” მოიგო

2002-წლიანთა თბილისის ფესტივალი “ჰიუნდაიმ” მოიგო

 კლუბ „ჰიუნდაის“ ტრიუმფით დასრულდა 2002 წელს დაბადებულ ბავშვთა თბილისის ფესტივალი მინი-კალათბურთში. ტურნირის ორგანიზატორი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ხოლო მხარდამჭერები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს  კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლდათ. ტურნირის მონაწილეებმა და გამორჩეულმა მოთამაშეებმა ფესტივალის გენერალური სპონსორისგან, „პრივატბანკისგან“ ფულადი პრიზები და სპორტული ატრიბუტიკა მიიღეს.
ფინალურ მატჩში ლაშა თოიძის და ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ 41:29 დაამარცხა „დინამო“ და ტურნირის გამარჯვებული გახდა. პირველ მეოთხედში შედარებით თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მეორე პერიოდიდან კი მომავალმა ჩემპიონებმა უპირატესობა მოიპოვეს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაეპარტრონენ – 23:17.
მატჩის ბედი ფაქტობრივად მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ჰიუნდაელებმა 12:3 მოიგეს და დარჩენილ დროში ლიდერობა შეინარჩუნეს. შედეგად, „ჰიუნდაიმ“ ფესტივალზე ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა და დამსახურებული ჩემპიონი გახდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში „ოვერტაიმმა“ 44:41 მოუგო TBC-ის და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

ფინალი
დინამო 29:41 ჰიუნდაი
10:12, 7:11, 3:12, 9:6
დინამო ბიგანიშვილი (7), გელოვანი (6)
ჰიუნდაი: გოგაძე (17), ჭიჭინაძე (9)
 
მე-3 ადგილისთვის
TBC 41:44 ოვერტაიმი
12:20, 7:8, 8:10, 14:6
TBC: მიქაია (19),  ქუტიძე (11)
ოვერტაიმი: ნ. ოთხმეზური (20), სოხაძე (10)
 
 

ტურნირზე დაწესებული იყო უამრავი პრიზები და ჯილდოები. გთავაზობთ პრიზიორებს:
–         საუკეთესო მოთამაშე – დათა გოგაძე (ჰიუნდაი) სპეციალური პრიზით დააჯილდოვა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა ლევან წულაიამ. ასევე დაჯილდოვდა 200 ლარით, რომელიც დაერიცხება „პრივატბანკისგან“ უნიონ ქარდზე.
 
–         ტურნირის ბომბარდირი – დათა გოგაძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა ლევან წულაიამ.
 
 
–         მაყურებელთა სიმპათია – ნიკა გიგოლაშვილი (დინამო) სპეციალური პრიზით დააჯილდოვა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა დათო ჩიხლაძემ.
 
–         ფესტივალის მონაწილე 2 გოგონა – ნინი ოთხმეზური (ოვერტაიმი) და ნინი გელაძე გამომცემლობა „პალიტრა L“-ისგან დაჯილდოვდნენ წიგნებით.
 
 
–         საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებიდან თითო საუკეთესო მოთამაშე (დათა გოგაძე, გიგა ბიგანიშვილი, საბა ძიგრაშვილი) ინგლისური ენის შესწავლის ერთთვიანი უფასო ვაუჩერით დააჯილდოვა „ბრიტანული ცენტრის“ მენეჯერმა თორნიკე გიორგაძემ.
 
–         მე-3 ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა „პრივატბანკის“ ბრენდირებული მაისურებით და კეპებით.
 
–         მე-2 ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა „პრივატბანკის“ ბრენდირებული მაისურებით და შორტებით.
 
–         ჩემპიონი გუნდის სრულ შემადგენლობას გადაეცა „პრივატბანკის“ ბრენდირებული მაისურები და შორტები. ასევე გუნდის ყველა წევრს „პრივატბანკის“ „უნიონ ქარდზე“ დაერიცხებათ 50-50 ლარი.
 
–         I და II აგილზე გასული გუნდები მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ალეკო პეტრიაშვილმა და კავშირის წევრებმა, ლევან წულაიამ, ზაზა ღონღაძემ და დათო გოცირიძემ.
 
–         ჩემპიონი ჰიუნდაელები მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
 
–         საჩემპიონო თასით „ჰიუნდაი“ დააჯილდოვა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა.