2002 წელს დაბადებულთა საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალი რომლის ორგანიზატორიც “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი”,ხოლო მხარდამჭერი კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა, საინტერესოდ მიმდინარეობს. დღეს, 2 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში 6 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყვეაზე მეტ ინტერესს “ქუთაისის” და “რუსთავი 1”-ის დაპირისპირება იწვევდა.
ეს გუნდები ფესტივალზე ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ და მათი დაპირისპირებაც საინტერესო გამოდგა. ქუთაისელებმა დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და 3-დან 3 მოგებით ჯგუფის ლიდერის პოზიცია გაიმყარეს. იმერულმა გუნდმა მეოთხედფინაის საგზური გაინაღდა.
დარჩნილ მატჩებში გამოსარჩევია აჭარის ნაკრების გამარჯვება “მართვესთან”. ზღვისპირელებმა ფესტივალზე მესამე გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფიდან გასვლა მათაც გაინაღდეს.
ხვალ, 3 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში კიდევ 6 შეხვედრა გაიმართება.
2 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ქუთაისი – რუსთავი 1 34:25
თსსუ – ბოლნისი 37:8
TBC – სომხეთი 39:29
აჭარა – მართვე 49:30
ოვერტაიმი – ზესტაფონი 40:18
ვესტა – რუსთავი 2 36:25