დასრულდა 2000 წელს დაბადებულ მოზარდთა ფესტივალი, რომელსაც ვაკეში მდებარე
საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა.
ტურნირში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ქვეჯგუფად იყვნენ გაყოფილები. ჯგუფებში გამარჯვებულები ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ესენი აღმოჩდნენ რუსთავისა და აკადემიის გუნდები. ხოლო მესამე ადგილისთვის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული გუნდები – „ჰიუნდაი“ და „ორბი“ შეხვდნენ. ორივე მატჩი საინტერესო გამოდგა. „ორბი“ ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა შანსს, მაგრამ საბოლოოდ „ჰიუნდაისთან“ მესამე ადგილი მაინც დათმო. რაც შეეხება ფინალს, „აკადემიამ“ პირველი ტაიმი 15:16 წააგო „რუსთავთან“, თუმცა მეორე ტაიმში მოახერხა უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 38:24 იმარჯვა. კალათბურთის ფედერაციამ გამორჩეული მოთამაშეებისთვის საჩუქრები დააწესა – ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები. კალათბურთელები, რომლებსაც საჩუქრები გადაეცათ, თავად გუნდების მწვრთნელებმა შეარჩიეს. ჩემპიონი „აკადემიისგან“ 3, „რუსთავისგან“ – 2, „ჰიუნდაისგან“ – 2 და „ორბისგან“ – 1 მოთამაშე შეირჩა, რომლებმაც ფაჩულიას, მარკოიშვილის, სანიკიძის და სხვათა მაისურები მიიღეს. საუკეთესოები აკადემია: მიშიკო ზურაბაშვილი, კახა ჟღენტი, საბა გეგუჩაძეჰიუნდაი: საბა ქავთარაძე, ბუკა ფეიქრიშვილირუსთავი: ირაკლი ქოჩიაშვილი, პაპუნა კვინიკაძეორბი: ვატო გიგაური3-4 ადგილებიჰიუნდაი – ორბი 19:15 (6:1; 2:7; 6:5; 5:2)ჰიუნდაი: ჩხაიძე, დ. ქავთარაძე, პაპკიაური, მეფარიძე, აბაშიძე, ქავთარაძე 5, წენგუაშვილი, ხუციშვილი, გოგიტაშვილი, ჭანტურია, ფეიქრიშვილი-12, კუბლაშვილი 2.ორბი: ხურცია 4, ტალახაძე 2, ჩაჩანიძე,გიგაური 6, ნიკოლაიშვილი, ჯღარკავა, შეყილაძე, სვანიძე 1, ხაჩიაშვილი 2, ბიჭიაშვილი, მოლოდინი. ფინალი აკადემია – რუსთავი 38:24 (9:10; 6:6; 14:6; 9:2)აკადემია: ცხვირატაშვილი, გეგუჩაძე 8, ზურაბაშვილინ 18, წერეთელი, კაზანჯიანი 2, ჯღენტი 8, ლეშქაშელი 2, მეტრეველი, ადუაშვილი, დარჩიაშვილი.
რუსთავი: ხაჩიძე 2, კვინიკაძე 6, გავაშელიშვილი 2, ქოჩიაშვილი 8, ბარამიძე, კვახაძე 2, არაბული 4, კინწურაშვილი, ბლიაძე, ზედელაშვილი, ვარდიშვილი.
ანტონ კაზანჯიანი ჰიუნდაელებს აჯილდოვებს
აკადემიის სამ მოთამაშეს ეროვნული ნაკრების მაისურები ერგოთ
ჰიუნდაის მოთამაშეები ნაკრების მოთამაშეთა მაისურებით
“აკადემია” გამარჯვებას ზეიმობს. კახა ჟღენტი თასით ხელში
მესამე ადგილი “ჰიუნდაის” ერგო
ფესტივალი გია კაზანჯიანისა და ვასილ სომხიშვილის გაწვრთნილმა “აკადემიამ” მოიგო
გამარჯვებული “აკადემია” ამ პრიზით დაჯილდოვდა