სტატისტიკა ვიდეო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა
რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მეორე გამარჯვება
მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გასვლამდე ალბანეთის ძლევა აკლია. ტურნირის
სადებიუტო მატჩში მასპინძლებთან დამარცხების შემდეგ, ნიკო ჩერქეზიშვილისა
და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ მალტას მოუგო, დღეს კი
მაკედონიასაც სძლია და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ალბანეთსაც თუ
მოუგებს,მეორე ადგილს გაინაღდებს.
არსებობს მცირე შანსი, რომ
საქართველომ პირველი ადგილი დიკავოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხვალ
მაკედონია რუმინეთს ქულათა გარკვეული ოდენობით მოუგებს, თუმცა ამაზე ახლა
საუბარი არასერიოზულია. ქართველებმა მაკედონიას საკმაოდ იოლად მოუგეს.
ბალკანელებმა საბოლოოდ დიდი სხვაობით წააგეს, თუმცა 3 პერიოდის
განმავლობაში ქართველებს სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ.
საქართველომ მაკედონიელები ბოლო
პერიოდში გატეხა, რომელიც 24:7 მოუგო და საბოლოოდ 30 ქულით – 78:48 დაამარცხა. ჩვენს
გუნდში შეუჩერებელი იყო დავით ახაზავა, რომელმაც 34 წუთში 27 ქულა, 6
მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა თამაშიდან 13-დან 11
სროლა ჩააგდო. 17 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ
ქართველებს 11 ქულა შეაშველა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის
ბოლო ტურის მატჩს 17 ივლისს, თბილისის დროით 12:45 საათზე, ალბანეთის
წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში
საქართველოს ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც დიდი
ალბათობით ხორვატია იქნება.
საქართელო – მაკედონია 78:48 (სტატისტიკა)