14-წლამდელთა პლეი ოფი დაიწყო

14-წლამდელთა პლეი ოფი დაიწყო

14-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალები შაბათს დაიწყო, დღეს გაგრძელდა და ხვალ, გორში დასრულდება. გაიმართა 3 შეხვედრა, შესაბამისად, 3 ნახევარფინალისტიც გამოვლინდა.

 საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შაბათს 2 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს რეგულარული ჩემპოიონატის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი – Iექსპერიმენტალური სკოლა და „აკადემია 1“ დაუპირისპირდნენ. აკადემიელებმა პირველივე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, მეოთხედი 24:14 მოიგეს, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს. მეორე პერიოდში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა 18:3 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
 მეორე ტაიმში პირველი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდს აღარ გასჭირვებია და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა – 70:52. 36 ქულით და 16 მოხსნით გამარჯვებულებს ზაურ ჯანელიძემ ულიდერა, 21 ქულა ჰქონდა აკაკი ფიფიას.
 მეორე მეოთხედფინალურ მატჩში თბილისის „კარდინალებმა“ „ფოთი“ 75:59 დაამარცხა. დიდი შესვენებისთვის ფოთელები მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა მეორეში ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხეს და ნახევარფინალში „კარდინალები“ გავიდნენ. ორივე გუნდს გამორჩეული ლიდერი ჰყავდა: კარდინალებს 41 ქულით და 12 მოხსნით ნიკა ყირიმელმა ულიდერა, ხოლო „ფოთში“ კი 33 ქულით და 16 მოხსნით საუკეთესო საბა ხურცილავა იყო.
 დღეს გამართულ მესამე მეოთხედფინალურ მატჩში „რუსთავმა“ სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 79:70 დაამარცხა. ბოლო მეოთხედამდე მედიკოსები ლიდერობდნენ, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში ქვემოქართლელებმა მოახერხეს მეტოქის დაცვითი ბარიერის გადალახვა და საბოლოოდ გაიმარჯვეს. რუსთაველთა შორის 41 ქულით და 21 მოხსნით საუკეთესო იყო ვახტანგ გაფრინდაშვილი, თსსუ-ში კი 39 ქულა მოაგროვა ლადო აბულაძემ.
 ბოლო მეოთხედფინალი ხვალ, 22 აპრილს, გორში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი „ქუთაისს“ უმასპინძლებს.
 გაგაცნობთ  მეოთხედფინალური მატჩების ანგარიშებსა და გამორჩეულ მოთამაშეთა შეხვედრებს. 

 1-ელი ექსპერიმენტალური ჰიუნდაი – აკადემია 1    70:52
 1-ელი ექსპერიმენტალური ჰიუნდაი: ზაურ ჯანელიძე – 36 ქულა, 16 მოხსნა, აკაკი ფიფია – 21 ქულა, 8 მოხსნა
 აკადემია 1: ნიკა მეცხვარიშვილი – 16 ქულა, სანდრო მამუკელაშვილი – 13 ქულა, 16 მოხსნა

თბილისის კარდინალები – ფოთი 75:59 
თბილისის კარდინალები: ნიკა ყირიმელი – 41 ქულა, 12 მოხსნა
ფოთი: საბა ხურცილავა – 33 ქულა, 15 მოხსნა, ოთარ პერტია – 14 ქულა, 9 მოხსნა

თსსუ – რუსთავი  70:79 
თსსუ: ლადო ალავიძე -39 ქულა, 11 მოხსნა, ნიკოლოზ ჩიგოგიძე – 12 ქულა, 10 მოხსნა, ნიკოლოზ კეკელიძე – 11 ქულა, 11 მოხსნა
რუსთავი: ვახტანგ გაფრინდაშვილი – 41 ქულა, 21 მოხსნა, საბა საბიაშვილი – 22 ქულა, 18 მოხსნა