13-წლამდელთა რეგულარული სეზონი დასრულდა

13-წლამდელთა რეგულარული სეზონი დასრულდა

დასრულდა 13-წლამდელთა პირველობის რეგულარული ჩემპიონატი. შესაბამისად გამოვლინდა ის 8 გუნდი, რომლებმაც პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

პირველ ადგილზე „აკადემია“ გავიდა, რომელსაც „ჰიუნდაისთან“ პირად შეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა და ცხრილში ამის ხარჯზე გადაასწრო. აკადემიელები მეოთხედფინალში მე-8 ადგილზე გასულ თსსუ-ს ხვდებიან. შესაბამისად დაწყვილდა მეოთხედფინალის დანარჩენი მონაწილეები რომლებსაც პლეი ოფის ცხრილში ნახავთ.
მეოთხედფინალები ერთ გამარჯვებამდეა, ხოლო ნახევარფინალები და ფინალი 2 გამარჯვებამდე.
 
21 ივნისი. ბათუმი
აჭარის ნაკრები – მართვე 76:55 (21:6, 26:21, 6:19, 33:9)
აჭარა: ნ. მედილიში (25)
მართვე: შ. გორგაძე (20)
 
22 ივნისი, ბათუმი
აჭარის ნაკრები – ქუთაისი        101:74 (30:23, 23:26, 21:16, 27:19)
აჭარა: ნ. მედილიში (32), ნ. ჯაიანი (20)
ქუთაისი: გ. კენჭაძე (23), დ. გვენეტაძე (16)
 
24 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ჰიუნდაი – კარდინალი 1  57:43 (18-7, 15-12, 20-4, 4-20)
ჰიუნდაი: ნ. აბაშიძე – 18 ქულა, ლ. წენგუაშვილი – 16 ქულა
კარდინალი 1: ვ. გიგაური – 21 ქულა, ლ. ტალახაძე – 11 ქულა
 
 
მართვე – კარდინალი 2   74:36 (20-10, 25-8, 15-10, 14-8)
მართვე: შ. გორგოძე – 16 ქულა,  ნ. ნადარეიშვილი – 16 ქულა,  გ. მიქელაძე – 14 ქულა, გ. ნადირაშვილი  – 13 ქულა
კარდინალი2: გ. ბიჭიაშვილი – 10 ქულა
 
24 ივნისი, ბათუმი
აჭარის ნაკრები – აკადემია 2     88:64 (21:14, 25:11, 26:190 16:20)
აჭარა: ნ. მედილიში (22), ზ. გოლეთიანი (17)
აკადემია. რ. ანდრონიკაშვილი (39)