ჟურნალისტების საყურადღებოდ

ჟურნალისტების საყურადღებოდ

  ხვალ, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და საქართველოში „Samsung Electronics”-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. აღნიშნული კომპანია ხდება 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გენერალური სპონსორი. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართება „სამსუნგის“ ბრენდ-მაღაზიაში.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ „სამსუნგის“ მაღაზიაში, ი. ჭავჭავაძის გამზირის 48 ნომერში, 15:00 საათზე.