სპორტკომპლექსმა
„არენამ“ ვეტერან
კალათბურთელებს უმასპინძლა, სადაც დღეს ვეტერანთა დახმარების სააგიტაციო კლიპის პრეზენტაცია
მოეწყო.
ღონისძიება კალათბურთის ფედერაციისა
და ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის ორგანიზებით მოეწყო.
პრეზენტაციაზე
თავი მოიყარეს ძველი თაობის კალათბურთელებმა, რომლებმაც ქართველი გულშემატკივრები არაერთი
დიდი გამარჯვებით გაახარეს. სწორედ მათ მხარდასაჭერად დაირაზმა საკალათბურთო სამყარო
და ფედერაციის მიერ შექმნილი კლიპით ნებისმიერ გულშემატკივარს ვეტერანი კალათბურთელების
დახმარების შანსი ეძლევა.
ვიდეო-რგოლის
საპრეზენტაციო ჩვენების შემდეგ სიტყვით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი,
ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის პრეზიდენტი ვალერი ლომაძე, სახელოვანი კალათბურთელი
ვაჟა ჟღენტი და იმ კომპანიების წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებმაც ფონდს უკვე გაუწიეს
დახმარება და მასთან მომავალშიც აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.
„ბორჯომი“, „ნატახტარი,
„ჰიუნდაი“ – ეს კომპანიები ქართულ კალათბურთს აქტიურად უდგანან გვერდში და ამიერიდან
ისინი დახმარების ხელს ვეტერანებსაც გაუწვდიან. კომპანია „ჰიუნდაის“ პრეზიდენტმა დავით
გიორგობიანმა დამსწრეთ აღნიშნული კლიპის შექმნა მიულოცა და ვეტერანი კალათბურთელების
დახმარების მნიშვნელობაზე, მის აუცილებლობაზე ისაუბრა.
კლიპი ტელეკომპანია
„აფხაზეთის ხმაში“ დამზადდა და აღნიშნული მედიასაშუალების გარდა ის პერიოდულად „პირველი
არხის“ ეთერშიც გავა. ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დარეკოს „მაგთიდან“ და
„ჯეოსელიდან“ ნომერზე 0901 200 105 და ამ გზიდ ვეტერანთა
დახმარების ფონდში თანხა გადარიცხოს.
„ჩვენ გვჭირდება
ვეტერანთა გამოცდილება, მათ კი – ჩვენი გვერდში დგომა“.
იხილეთ ვიდეო რგოლი: http://www.youtube.com/watch?v=u9lQeetJU6s&feature=youtu.be