ვალერი ლომაძე – 75

ვეტერანი კალათბურთელი, სპორტული სფეროს თვალსაჩინო
წარმომადგენელი, სპორტის ოსტატი და უკეთილშობილესი პიროვნება – ვალერი ლომაძე იუბილარია.
ბატონი ვალერი 22 მაისს 75 წლის შესრულდება.

დღეს, სუპერლიგის ფინალური სერიის მატჩის შესვენებისას
ბატონი ვალერი კალათბურთის ფედერაციამ დააფასა. ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ
ვალერი ლომაძეს კალათბურთში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელი გადასცა და ეროვნული
ნაკრების მაისური უსახსოვრა.