სტატისტიკა გალერეასუპერლიგის 22-ე ტური დღეს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში,
„სოხუმისა“ და „რუსთავის“ მატჩით დასრულდა. ორივე გუნდს წინა ტურის მაჩი წაგებული ჰქონდა
და გამარჯვება ორივესთვის დიდად ფასობდა. ფავორიტად მიჩნეულმა „სოხუმმა“, რომელიც ცხრილში
რუსთაველებზე მაღლა იყო, 71:77 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ფრედ – 34:34 დასრულდა. მესამე ეპერიოდში
რუსთაველებმა უპირატესობა მოიპოვეს და ნიკოლა გაჩეშასა და რეზო ჩაჩანიძის შედეგიანობით
აღნიშნული პერიოდი ქვემოქართლელთა გამარჯვებით – 25:20 დასრულდა. გადამწყვეტ პერიოდში
რუსთაველებმა უპირატესობა აღარ დათმეს და საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით – 77:71 გაიმარჯვეს.
25 ქულით და 7 მოხსნით რუსთაველთაგან საუკეთესო სერბი
ლეგიონერი, ნიკოლა გაჩეშა გახლდათ. 17 ქულა დააგროვა რეზო ჩაჩანიძემ, ლაშა გამყრელიძის
ანგარიშზე კი 9 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელთაგან 21 ქულით ფილიპ მილერი
გამოირჩა.
სუპერლიგის 23-ე ტური 23 მარტ თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): ჩემპიონატში არ არსებობს ფავორიტი და აუტსაიდერი.
წინა ტურში „ოლიმპთან“ წავაგეთ, დღეს კი ერთ-ერთ მოწინავე გუნდ „სოხუმს“ მოვუგეთ. მნიშვნელობა
იმას აქვს, როგორ შევხვდებით კონკრეტულ მატჩს. დღეს დისციპლინა მაღალ დონეზე იყო, რასაც
ვერ ვიტყვით წინა შეხვედრაზე. გუნდიდან 2 კალათბურთელი გავუშვით – ადედირანი და კაილსი,
რის შემდეგაც, ვთვლი და ამას საქმეც მაჩვენებს, რომ გუნდი მეტი მობილიზებით და დისციპლინით
თამაშობს.
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ბათუმთან თამაშის მერე ფაქტიურად ვერ ვივარჯიშეთ აქ, კრიზისი დაეტყო გუნდს – გაყინული და უშუქო დარბაზები.. არ ვიყავით ფორმაში და ჩვენი ბრალია ეს წაგება. რუსთაველებიც ჩვენზე ძლიერები იყვნენ დღეს.