ცვლილება სუპერლიგის კალენდარში და დისციპლინარების გადაწყვეტილება

ცვლილება სუპერლიგის კალენდარში და დისციპლინარების გადაწყვეტილება

სუპერლიგის მიმდინარე სეზონის კალენდარში ცვლილებაა. 31 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩი გადაიდო და მათი გამართვის თარიღი მოგვიანებით დადგინდება. მიზეზი ძიუდოს მსოფლიოს თასის გათამაშებაა, რომელსაც თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. შესაბამისად, მატჩები: “კაკტუსი” – “მარნეული” და “სოხუმი” – “ოლიმპი” 31 მარტს აღარ ჩატარდება.

დღეს გაიმართა კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის სხდომა, რომელმაც 25 მარტს, ბათუმში გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა. გთავაზობთ კომისიის სხდომის ოქმს და გამოტანილ გადაწყვეტილებას: