“ტიტებმა” ა ლიგის საგზური მოიპოვა

“ტიტებმა”  ა ლიგის საგზური მოიპოვა

სტატისტიკა„ა“ ლიგას ახალი წევრი ჰყავს. საკალათურთო გუნდმა „ტიტებმა“
90:72 დაამარცხა მარნეულის „დელტა“ და ორი მატჩის ჯამში საკვალიფიკაციო ეტაპში გამარჯვება
მოიპოვა. წაგების მიუხედავად, „დელტას“ რჩება 2016-2017 წლების სეზონის „ა“ ლიგაში
მოხვედრის შანსი. მარნეულის გუნდი მორიგ საკვალიფიკაციო რაუნდს გასულ სეზონში „ა“ ლიგაში
ბოლო ადგილზე გასულ „ვინგსთან“ ჩაატარებს, რომელიც წლეულს შავი ზღვის უნივერსიტეტთან
გაერთიანდა.

„ტიტებსა“ და „დელტას“ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის
პირველი მატჩი ამ უკანასკნელის 12-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. შესაბამისად, „ტიტებს“
საპასუხო შეხვედრაში 12-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა გასაბათილებელი, რასაც ამროსი ორმოცაძის
გაწვრთნილმა გუნდმა თავი მშვენივრად გაართვა. „ტიტებმა“ საპასუხო შეხვედრა 18 ქულით
– 90:72 მოიგეს და 2 მატჩის ჯამში გამარჯვება მოიპოვეს.

გამარჯვებულებს რაიან არონმა ულიდერა, რომელმაც  „ტიტებს“ 29 წუთში 26 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა ისე შესძინა, ბურთი არ დაუკარგავს.  მოწოდების სიმაღლეზე იყო ყველასთვის კარგად ცნობილი
უკანახაზელი ლაშა-გიორგი გამყრელიძე, რომელიც თავისიანებს 17 ქულითა და 9 შედეგიანი
გადაცემით შეეშველა. გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო „ტიტების“ მეორე ლეგიონერმა,
არმან ფლანინგანმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 20 ქულა, 12 მოხსნა
და 9 პასი მიითვალა. დამარცხებულთაგან 18 ქულით სოსო ლეჟავა გამოირჩა, 15-15 ქულა მიითვალეს
ირაკლი ალხანაიძემ და კევინ დაუნსმა. ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი
დუბლი შეასრულა.

„ტიტები“ „ა“ ლიგას შეუერთდა. ტურნირის ბოლო საგზური
2-მატჩიან, ანალოგიურ საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება, რომელშიც, როგორც თავში
ვახსენეთ, „დელტა“ და შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდი „ვინგსი“ ითამაშებენ.

ფოტო: ზიზუ ჯიქია (“მარნეულის” პრეს-სამსახური)