თსუ-მ და თსსუ-მ 7-8 ადგილები გაინაწილეს (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის  დღის პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს თსუ და თსსუ  დაუპირისპირდნენ.

 

  სტუდენტურ დერბიში გამარჯვება სამედიცინოს გუნდმა მოიპოვა 96:91 და მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. მატჩის საწყისი წუთები  თსუ-ს მცირე უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში ,,მედიკოსები” ძალიან აქტიურად ათამაშდნენ და პირველ ტაიმში 6 ქულიანი სხვაობით, 49:43 იმარჯვეს, ხოლო მესამე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა კიდე უფრო გაზარდეს და 10 ქულით გავიდა წინ – 69:59. დასკვნით მეოთხედში თსუ მდევრის როლში აღმოჩნდა, რომელმაც  ჩამორჩენის მიუხედავად შეძლო მობილიზება და მატჩის მიწურულს 3 წუთით ადრე ვახტანგ ჩქარეულის შორეული სამქულინის  ხარჯზე საყაიმო ანგარიში დააფიქსირა – 91:91. დარჩენილ დროში თამაშზე კონცენტრაცია საბოლოოდ სამედიცინოს გუნდმა მოახერხა და ნემანია ილიჩის ზუსტი საჯარიმოების წყალობით 21 წამით ადრე 93:91 დაწინურდა. ამის შემდეგ თსუ-ს გუნდმა მეტოქეს სათანადო წინააღდეგობა ვეღარ გაუწია და მე-8 ადგილს დასჯერდა.
,,მედიკოსებს” ორმაგი დუბლით  27 ქულითა და 13 მოხსნით ნემანია ილოიჩმა ულიდერა,  ხოლო თსუ-ს რიგებში 26 ქულით საუკეთესო მიხეილ ჩიტაშვილი იყო. ორმაგი დუბლი მიითვალა ზურაბ მაისურაძემ, რომელმაც საკუთარ გუნდს  17 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,სტუდენტური” გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
 კახა შენგელია (სამედიცინოს მწვრთნელი): პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს ასეთი ბრძოლისთვის. ვინაიდან სტუდენტური დერბი იყო, ეს გამატჯვება   ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის  ბედი ბოლო წუთამდე გაურკვეველი დარჩა. ვიმედოვნებ,  ამ  შეხვდერით თამაშით მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. მსურს მადლობა გადავუხადო მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი ღირსეული თამაშისთვის, რომელსაც შემადგენლობით ჩვენი გუნდი დღეს აშკარად ჯობნიდა. 
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი გუნდი სულ  მცირე 70 პროცენტით შეიცვლება.  გუნდში  მოლაპარაკებიდან გამომდინარე რჩებიან
მხოლოდ კოკა  ტომარაძე, აკაკი დვალიშვილი და მიხეილ ჭოჭუა რჩებიან. ვეცდებით, სწორი სელექცია  გავაკეთოთ, რაც ჩვენი ბიუჯეტზეც  დიდად გახლავთ დამოკიდებული. გვსურს ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბება. ლეგიონერების ჩამოყვანას არ ვაპირებთ, სავარაუდოდ უარს ვიტყვით, რადგან ,,არმიისა” და ,,ოლიმპის” დონის ლეგიონერების ჩამოყვანას ვერ შევწვდებით. შესაბამისად გვიჯობს აქცენტი ადგილობრივ და ახალგაზრდა მოთამაშეებზე გავაკეთოთ და ახალგაზრდული  გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ძალიან სანახაობრივ კალათბურთს აჩვენებს. ვფიქრობ, ჩანაფიქრი კარგი გვაქვს და ვნახოთ რამდენად შევძლებთ მის განხორცილებას.  
ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): მეტოქეს ნამდვილად ჩვენზე ძლიერი შემადენლობა ჰყავს. დიდი მადლობა  ჩვენს ბიჭებს, რომლებსაც დღეს თავი არ დაუზოგავთ. შეგვეძლო ჩვენს სასარგებლოდ გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი, მაგრამ გამოუცდელობისა და ნერვიულობის ხარჯზე ვერ შეასრულეს ის დავალები,  რომელიც მითითებული ჰქონდათ. თსუ-ს გარდა თითქმის ყველა გუნდი გაძლიერდა.  16 მოთამაშიდან მხოლოდ 8 კალათბურთელი დარჩა გუნდში, რომელბმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა თავი არ შეერცხვინათ.
რაც შეეხება ბექა ჩიკვილაძეს, მან  დღევანდელ მატჩში მონაწილეობა კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე ვერ მიიღო. მოგეხსენებათ, ჩიკვილაძე თსუ-მდე სამედიცინოში ასპარეზობდა, საიდანაც  გადმოსვლის შემდეგ გაფორმდა კონტრაქტი, რომ ჩვენი გუნდების ერთმანეთთან შეხვედრის შემთხვევეაში, ჩიკვილაძე ვერ იასპარეზებდა. ჩემს სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, კონტარქტი მაისის ბოლომდე  მაქვს და ჯერ არვიცი ხელმძღვანელობა გუნდში დამტოვებს თუ არა. მე-8 ადგლი არცთუ სახარბიელოა და გამორიცხული არ არის კლუბში აღარ დამტოვონ. 
ნემანია ილიჩი:  მივულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას და დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში გამარჯვება  ჩვენს გუნდს დარჩენოდა. წლევანდელ სეზონს სამედიცინოსთვის დადებითად შევაფასებდი. ვთლი რომ გუნდმა წელს საკმაოდ კარგი  შედეგი აჩვენა. 
მიხეილ ჩიტაშვილი:  
ვულოცავ
სამედიცინოს ამ  გამარჯვებას. ეს გუნდიჩვენი უშუალო კონკურენტი იყო წლევანდელ სეზონში.  ჩვენი მწვრთნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ   მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშზე ჩვენი გუნდი დასუსტებული შემადგენლობით გამოვიდა, ბოლომდე ვიბრძოლეთ.  დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელება და მოთამაშეებს.