სუპერთასის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სუპერთასის წინასამატჩო პრესკონფერენცია

18:00 საათზე სპორტის სასახლეში სუპერთასისთვის ერთმანეთს ,,შსს აკადემია’’ და ,,ოლიმპი’’ დაუპირისპირდებიან. თამაშის დაწყებამდე მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

გეორგის კეცელიდსი(შსს  აკადემია):
გასაგებია, რატომაც ვთამაშობთ დღეს ჩვენ და ,,ოლიმპი’’,
თუმცა ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს სუპერთასის ჩატარებას მაშინ, როცა სუპერლიგაც და საქართველოს
თასიც ერთმა გუნდმა მოიგო. ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა ითამაშოს ორივე თასის მფლობელმა
გუნდმა თასის ფინალში გასულის წინააღმდეგ კიდევ ერთი თასისთვის, თანაც ფინალებიდან
2 დღეში. სუპერთასის არსებობა მისაღებია, მაგრამ მაშინ, როცა ჩემპიონი და საქართველოს
თასის მფლობელი სხვადასხვა გუნდები არიან. ორივე გუნდის მოთამაშეები ემოციურად გადაღლილები
არიან, ზოგიერთი ბედნიერია, ზოგიერთი ნაწყენი, რომ წააგო ან ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა,
მათთვის ძნელია დღევანდელ თამაშზე მონდომებით ასპარეზობა. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა სუპერთასის სეზონის დასაწყისში ჩატარება. თუმცა მომწონს დღევანდელი
სიტუაცია, ნაკლები სტრესი და ნერვიულობა, ბევრი ბავშვი, სასიამოვნო გარემო, თამაში
და სიმბლოურია, რომ ეს წლევანდელი სეზონის ბოლო თამაშია.  

გია კაზანჯიანი(ოლიმპი): ერთი და იმავე
გუნდს ვეთამაშებით მე-6 თამაშს 9 დღის განმავლობაში. ძალიან დამღლელია ორივე გუნდისთვის,
მწვრთნელებისთვის, მოთამაშეებისთვის. ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩენოთ, მინი რევანში
ავიღოთ, თუმცა რევანშსაც ვერ დავარქმევთ ამას, სუპერლიგის და სუპერთასის მოგებას ვერც
შევადარებ.