სუპერლიგის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

სუპერლიგის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

ფინალური სერიის
პირველი მატჩის მსვლელობისას დაიწყო სუპერლიგის ტრადიციული გათამაშება, რომელში მონაწილეობაც
სპორტის სასახლეში მოსულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„დინამოსა“ და
„შსს-აკადემიის“ ფინალური სერიის პირველი მატჩის შესვენებისას თამაშის მონაწილეებმა
მაყურებლებში ბურთები ისროლეს. ვინც ბურთები მოიხელთა მოედანზე ჩამოვიდნენ და ერთმანეთს
საჯარიმოს სროლებში შეეჯიბრნნენ. 4 მონაწილიდან 2 ფინალში გადავიდა. 

გამარჯვებული
გულშემატკივრები სუპერლიგის სპონსორებისგან დაწესებულ სხვადასხვა პრიზებს
მიიღებენ.

სუპერლიგის
გულშემატკივართა შორის წამახალისებელი გათამაშების პარტნიორები არიან და
გამარჯვებულებისთვის პრიზებს აწესებენ:

კალათბურთის
ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი –   კომპანია ნატახტარი,

სუპერლიგის
გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების კომპანია ევროპაბეთი,  სუპერლიგის
გენერალური პარტნიორი კომპანია  ვიტაბიოტიქსი,

აკვა
პარკი   ,,ჯინო ფერედაისი“.

გათამაშების
მეორე ეტაპი ფინალური სერიის მეორე მატჩის დიდ შესვენებაზე გაიმართება.

ფოტო: გიორგი არჯევანიძე (www.allsport.ge)

ფოტო: ნინო ხაბაძე (www.worldsport.ge)